fbpx

სამტრედიაში ამირან კალაძის ქუჩის III; IV; V; VI; VI-ა; VIII ჩიხებში და I; III; V შესახვევში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება

სამტრედიაში ამირან კალაძის ქუჩის III; IV; V; VI; VI-ა; VIII ჩიხებში და I; III; V შესახვევში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. აღნიშნულ ლოკაციებზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. ,,ინდიკო” ასრულებს. მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად დაათვალიერა. გზების რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით 35 კმ. ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება