fbpx

სამტრედიაში ავთანდილ ქუთათელაძის სახელობის საკალათბურთო ტურნირი ჩატარდა

მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სამტრედიაში ავთანდილ ქუთათელაძის სახელობის საკალათბურთო ტურნირი ჩატარდა. ტურნირს ქუჩის კალათბურთში 3X3 ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ახლად რეაბილიტირებულ საკალათბურთო მოედანმა უმასპინძლა. გამორჩეული და დამსახურებული მწვრთნელ–მასწავლებლის, ავთანდილ ქუთათელაძის, ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილეობა 12 მა გუნდმა მიიღო, მათ შორის ასპარეზობაში ჩაერთული იყო წყალტუბოს ერთი, ფოთის სამი, აბაშის ერთი და სამტრედიის 7 გუნდი. ჯგუფური სისტემით გამართულ მემორიალს მსაჯთა კოლეგია უწევდა მეთვალყურეობას. თამაზ ხაფავამ და ქრისტინე ლომიძემ გუნდების მიერ მიღწეული შედეგების მიხედვით, გამოავლინენ გამარჯვებულები ჯგუფურ ეტაპზე. ნახევარფინალური შეხვედრები შედგა ფოთის ,,ირაოს” და სამტრედიის ,,შერმაზანას” და წყალტუბოს გუნდსა და სამტრედიის ,,space jam” შორის. მესამე ადგილზე ფოთის გუნდი გავიდა, მეორეზე წყალტუბო, ხოლო პირველი ადგილი სამტრედიის ,,შერმაზანამ” მოიპოვა. ტურნირის მიმდინარეობას თვალს ადევნებდნენ მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და მოადგილე გიორგი მეიშვილი. დავით ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობას და ავთანდილ ქუთათელაძის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ტურნირში მონაწილე თითოეულ გუნდს ასპარეზობისთვის და აქტიურობისთვის. პირველადგილოსან ,,შერმაზანას”ავთანდილ ქუთათელაძის ვაჟმა, დავით ქუთათელაძემ გადასცა თასი და მედლები, რომელიც ფულად ჯილდოსთან ერთად მერიამ გამარჯვებულებისთვის დააწესა. დასახელდა საუკეთესო კალათბურთელი საბა შუბლაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება