fbpx

სამტრედიაში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურა.

ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ასფალტ-ბეტონის საფარი იგება ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიებზე.

სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ვაჟა სტურუასთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გზის დაგების სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც ადგილობრივებმა განმარტეს, აღნიშნულ ლოკაციაზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი” ასრულებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება