ორპირის ქუჩაზე, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება სრულდება.აღნიშნულ ლოკაციებზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე გაეცნო.დავით ბახტაძე -,,მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. თითოეული პროექტის ხარისხი ყველანაირად უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს და იყოს საუკეთესოდ შესრულებული.”
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ფემინი კონსტრაქშენი” ასრულებს