fbpx

ბაღდათში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ბაღდათში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო საშობაო ქარავანი, საახალწლო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები, სადაც პატარები ფოტო სურათებს იღებდნენ. მოსახლეობის საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივმა შემსრულებლებმა იზრუნეს. დღის ბოლოს საახალწლო ღონისძიებები გრანდიოზული კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა, სადაც მონაწილეობას „გაგა ფრანი“ და ჯგუფი ბანი” იღებდა. ღონისძიებები ბაღდათში კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება