fbpx

სამსახურში იურისტად აყვანას რომ მთხოვდი, რა სათნო და პუნტულა ბოვში იყავი, გახსოვს? – ნაცვლიშვილი გვარამიას

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს.

„2017 წელს ტვ პირველის ეთერში რომ გადავუარე საყვარელიძე-გვარამიას ტანდემს, პირველად მაშინ გაითამაშეს უნიჭო და ბინძური სპეტაკლი ამ მითიურ ჩანაწერებზე. მიტაცებული რ2-ის სტუდიაში, სხვათა შორის.

მაშინ ასე ვუპასუხე, რასაც ახლა გაზიარებთ. მეტი რა დავამატო? რავა სულ მეორე და მესამე წრეზე ტრიალებთ თქვე გაჭირებულებო, რაცხა მეიფიქრეთ ახალი.

P.S. 2000 წელს რომ მოგიყვანა ჩემთან კახა კუკავამ, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იურისტად აყვანას რომ მთხოვდი, რა სათნო და პუნტულა ბოვში იყავი, გახსოვს? ნეტავ, ამეყვანე! რას დაგამსგავსა მიშამ, რას?! პერსონალურ პასუხიმგებლობასაც ვგრძნობ შენს გაუბედურებაში ამის გამო“, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება