fbpx

„სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას“ ფარგლებში გაფორმებული
მემორანდუმი მიზნად ისახავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს
გაძლიერებას

ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერების მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას,
განვითარებისა და დასაქმების ცენტრსა (EDEC) და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდს
შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა,
განვითარებისა და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია
ნამიჭეიშვილმა და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა
ზაურ ხალილოვმა მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმებას ახალგაზრდული საბჭოს
წევრებიც დაესწრნენ.
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას“ ფარგლებში გაფორმებული
მემორანდუმი მიზნად ისახავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს
გაძლიერებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ახალგაზრდულ
საკითხებზე თანამშრომლობის გაზრდასა და ადგილობრივ ახალგაზრდებთან
კომუნიკაციისთვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებასა და დანერგვას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება