fbpx

სამგორში ორი ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა ორი ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის
მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.
ვარკეთილი 3-ში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩიდან გახოკიძის
ქუჩამდე არსებულ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 3 ჰა ფართობი კეთილმოეწყობა.
აღნიშნულ სივრცეში დაგეგმილია საბავშვო მოედნის, ტრენაჟორების, სანაგვე
ურნებისა და მოსასვენებელი სკამების განთავსება. ასევე, დაგეგმილია საფეხმავლო
ბილიკების მოწყობა, რომელიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.
დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და ფერდობებზე, კორპუსებთან
დამაკავშირებელი კიბეები მოეწყობა.
ამასთან, რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილის
ზემო პლატოს მე-2 მკ/რ-ის კორპუსი 9-ის მიმდებარედაც, დაახლოებით, 1 ჰა
ფართობზე.
აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან
ჯამში, 4 200 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი სამგორის
რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება