fbpx

სამგორში, „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

დედაქალაქის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, სამგორის
რაიონის ორგანიზებითა და „ჰუალინგ ჯგუფის“ მხარდაჭერით, ჰუალინგის პარკში
მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ფესტივალი საბავშვო-გასართობ, სპორტულ და
კულტურულ აქტივობებს მოიცავდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების იდეა სამგორის რაიონის ახალგაზრდებს
ეკუთვნოდათ და ღონისძიებაც მათივე ჩართულობით გაიმართა.
საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის გაიმართა ანიმაციური ფილმების
ჩვენება დიდ ეკრანზე, ასევე, წარმოდგენილი იყო მოძრაობის თეატრი,
კონტაქტური ზოოპარკი, ფრანების, მასკოტების, ანიმატორების, საპნის ბუშტების
შოუ. სპორტული ატივობების ფარგლებში, ჩატარდა კინგბოქსინგისა და ჭიდაობის
მასტერკლასი; მოეწყობა ფრენბურთის სივრცე, მაგნიტური დართსი, ბურთის
სროლა მიზანში და სხვ.
სტარტაპერების სივრცეში გაიმართა ყვავილებისა და ხელნაკეთი ნივთების
გამოფენა-გაყიდვა, ხატვის მასტერკლასიც.
მრავალფეროვანი გემოების მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ,
დაეგემოვნებინათ ქართული STREET FOOD.
ფესტივალი დაიხურა მუსიკალური პროგრამით, რომლის ფარგლებშიც მაყურებლის
წინაშე წარდგნენ ჯგუფი „ურსა“ და „გელა გნოლიძე & ღამის შოუს ბენდი“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება