fbpx

სამგორში, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

სამგორის რაიონში, ე.წ. კაიროს დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის

მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულდა

სამგორში, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები
დასრულდა. რეაბილიტაციის შედეგს დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე
ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ
განხორციელებული პროექტით, ე.წ. კაიროს დასახლებაში კომუნიკაციებისა და
უგზოობის მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდა.
„ე.წ. კაიროს დასახლებაში მიმდინარე პროექტი დასრულდა. ჩვენ გვახსოვს, აქ
რამდენად რთული ვითარება იყო. განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში ადამიანები
ვერ გადაადგილდებოდნენ. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო მიწისქვეშა
კომუნიკაციები, რაც მანამდე არ არსებობდა. გაყვანილ იქნა სანიაღვრე სისტემა და
წყალარინების ქსელი. წყალგაყვანილობის ცენტრალურ ქსელზე 300-მდე ოჯახი,
წყალარინების ქსელზე კი 600-მდე ოჯახი დაერთდა. ჩვენს ქალაქში კიდევ ბევრი
ასეთი პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ე.წ. კაიროს დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია
2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2021 წლის აგვისტოში დასრულდა. პროექტი
დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მლნ ლარით დაფინანსდა.
ღონისძიებას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის
უფროსი გიორგი აბუთიძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი
დეპუტატები ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება