fbpx

სამგორის რაიონში 31-ე ქარხანასთან, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი
№162-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები
გრძელდება

სამგორის რაიონში 31-ე ქარხანასთან, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი
№162-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები
გრძელდება.
პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 12 800 კვ. მ ფართობი ტერიტორია კეთილმოეწყობა.
სკვერში განთავსდება საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით. უკვე
დამონტაჟდა ურნები, საბაღე და საქანელა სკამები. საფეხმავლო ბილიკები
დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, მოეწყო ცხოველების
გასასეირნებელი ტერიტორია. გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი
ღობით შემოიფარგლა. აღნიშნულ ადგილზე გამწვანების სამუშაოების ჩატარება
იგეგმება.
სკვერისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე უკვე მოეწყო ფეხბურთისა და
კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი.
სამუშაოებისთვის, რომელსაც გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ალგე
ჯგუფი“ ასრულებს, ბიუჯეტიდან 1 208 533 ლარი გამოიყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება