სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციადასრულდა. პროექტის ფარგლებში, 3 100 გრძივ მეტრზე სრულად განახლდამიწისქვეშა კომუნიკაციები – წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგებისქსელები. ასევე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებიმიწისქვეშა კაბელ არხებში განთავსდა.დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგიტყემალაძესთან ერთად გაეცნო.„საგზაო ინფრასტრუქტურის კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ. გახოკიძისქუჩაზე დარჩენილი იყო მცირე სამუშაოები, რაც დღეისთვის დასრულებულია.აღნიშნულ ტერიტორიაზე მძიმე მდგომარეობა იყო და ავტომობილითგადაადგილება დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა. პირველ რიგში,კომუნიკაციები განვაახლეთ. საგზაო ნაწილს რაც შეეხება, გახოკიძის ქუჩა სამკილომეტრზე მეტია და დღეს ის სრულად მოწესრიგებულია. გარდა ამისა,კორპუსებთან არსებული ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს და3 ჰექტარ ფართობზე პარკი მოეწყობა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობაადგილობრივ მოსახლეობას. მათი მხარდაჭერით, 100-მდე ავტოფარეხისდემონტაჟი განხორციელდა. შედეგად, დიდი სივრცე გათავისუფლდა პარკისთვის.წლის ბოლოსთვის კონკრეტულ ობიექტზე ყველა ტიპის სამუშაო დასრულდება“, -განაცხადა კახა კალაძემ.პროექტის ფარგლებში, გახოკიძის ქუჩაზე მოეწყო გარე განათების ახალი სისტემადა დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები; დაიგო ასფალტის საფარი,მოეწყო ტროტუარი, დაიხაზა სავალი ნაწილი, ზებრა გადასასვლელები დადამონტაჟდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული „ჭკვიანი“ შუქნიშნები.ასევე, ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა განსაკუთრებულისაჭიროების მქონე პირებისთვის.გარდა ამისა, ქუჩაზე განხორციელდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები. გზისმიმდებარე თარგებში მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 1 260 ძირი სხვადასხვასახეობის ნერგი და 13 010 კვ.მ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი.
პროექტი მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელეს. მიხეილ გახოკიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ 24 მილიონი ლარი შეადგინა.
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილეები, მუნიციპალიტეტისშესაბამისი სამსახურების უფროსები, სამგორის რაიონის გამგებელი, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ.

