fbpx

სამგორის რაიონის  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე ლილოს დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

სამგორის რაიონის  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე ლილოს დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ  შეხვედრები  ამჯერად ლილოს  მოსახლეობასთან გამართა.

ლილოს დასახლებაში გასულ წლებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა:  მოასფალტდა შიდა ეზოები, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და სპორტული მოედნები.

მიუხედავად ამისა, ლილოს დასახლებაში, სერიოზულ გამოწვევად რჩება სასმელი წყლით უზრუნველყოფისა და მეფრინველეობის ქუჩაზე მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების  საკითხი, რმელთა გადაჭრა უახლოეს მომავალში იგეგმება.

დეპუტატობის კანდიდატმა  მოსახლეობას  პირადად გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია და მოისმინა მათი საჭიროებები.Attachments area

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება