fbpx

 სამარცხვინოა, ნამდვილად სამარცხვინოა, როცა ადამიანს მით უფრო ქართველ ქალს ასეთი აზროვნება და მსჯელობა შეუძლია-ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი ელისაბედ ბადაშვილზე- სამარცხვინოა, ნამდვილად სამარცხვინოა, როცა ადამიანს მით უფრო ქართველ ქალს ასეთი აზროვნება და მსჯელობა შეუძლია: დიდი უბედურებაა ყველა ბავშვის დაღუპვა და გარდაცვალება, უკრაინაში იქნება თუ საქართველოში. მაგრამ სხვანაირად რომ არ შეუძლიათ „ნაციონალებს“? აქაც პოლიტიკური ქულების დაწერა და ისევ ცხედრებზე? კატასტროფაა, რომ ადამიანი ილანძღება და იწყევლება იმის გამო, რომ თურმე, საქართველოში ხალხმა ძალიან განიცადა ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული პიროვნების ნიკა წულუკიძის ოჯახის ტრაგედია, მაგრამ მისი ვიწრო აზროვნებით, თურმე სათანადოდ არ გამოვხატეთ მწუხარება, უკრაინელი ბავშვების სიკვდილზე. ძნელია, „ნაციონალების მოძრაობის“ პარტიის „თვალსაჩინო“ ქალბატონის ამორალურ და უზნეობას რამეთი უპასუხო, ალბათ ერთადერთი მას უნდა მიუსამძიმრო სწორედ ასეთი აზრების თუნდაც ხმამაღლა გამოხატვის გამო!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება