fbpx

სალომე, შენ რომ არ გევასები ეგ გასაგებია. არც მე მევასები-თამარ ჩერგოლეიშვილი

სალომე სამადაშვილი ის ადამიანია, რომელიც სააკაშვილის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, საჯაროდ ლანძღავდა ადამიანებს, ნაცმოძრაობის ამომრჩეველს – ამტკიცებდა რომ მიშამ “პოლის ჯოხი” რომ დააყენოს, ხმებს ისიც მიიღებს, რომ სააკაშვილის ხსენებამდე, ყველამ პირი გამოირეცხოს“…. – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

„კერძო საუბრებში, მეგობრებთან – ამის საპირისპიროს ამტკიცებდა, ყვებოდა როგორი დემონიზებულია მიშა დასავლეთში, როგორ არ გამოვა არაფერი სააკაშვილთან ერთად. ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, ეროვნულ თანხმობის და ამნისტიის საჭიროებაზე რომ ისაუბრა ბოკერიამ – ტანსაცმელი შემოიგლიჯა, როგორ ბედავთო – ამნისტიის მნიშვნელობა ყირაზე დააყენა.

როცა საპარლამენტო მანდატით სარგებლობაზე მიდგა საქმე – 20 ივნისის მოძალადეების ამნისტიას დაუჭირა მხარი, მაშინ, როცა ხელისუფლებაში ისევ ბიძინაა.

ხოდა, რომელი ხართ ეგეთი უტვინო, ამის სიტყვას რომ ენდობით? გამოდით, გაგიცნოთ. (გიგას დაუსვეს კითხვა, ამის საუბარზე დაყრდნობით და გამეცინა)“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

პოსტის კომენატრებში, სალომე სამადაშვილმა დაწერა, რომ კილაძის პოსტი ეგონა.

„უი, ელისო კილაძის პოსტი მეგონა და შენი ყოფილა“, – წერს სალომე.

– აუ რა თესლად მითხარი. ვსიო – დამაკომპლექსე. რამეს ვიტყუები? – პასუხობს ჩერგოლეიშვილი. 

„ყველაფერს. ეთიკას რომ შევეშვათ, მაგას აღარავინ ელოდება შენგან, დიდი ხანია. მაგრამ სრული დეგრედაციაც მძიმე საყურებელია. მეტს აღარ ვაპირებ გიოასუხო, აცრის შედეგ დაცდის დროის გასაყვანად, საკმარისად გავერთე“

– სალომე, შენ რომ არ გევასები ეგ გასაგებია. არც მე მევასები. რას ვიტყუები, ეგ გკითხე სხვა არაფერი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება