fbpx

სალომე ზურაბიშვილისგან სხვა მიმართვას ველოდი-გია ვოლსკი

გიორგი ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ვიდეომიმართვას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტისგან სხვა მიმართვას მოელოდა. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტისგან გაერთიანებაზე საუბარს ელოდა.

„ეს ადამიანი ლაპარაკობს პირველ პირში მაშინ, როდესაც ზუსტად იცის რომ იმ იქ, სადაც მისი სახე ჩანს ეკრანზე, გამოფენილია უშველებელი, პოლიტიკურად დახუნძლული პლაკატები. ხელისუფლება, რომელიც უშველებელ პოლიტიკურ ფორმატებში ცალსახა თანადგომას უცხადებს უკრაინას, ამხელა ჰუმანიტარული რესურსი იხარჯება უამრავ ადამიანზე, რომელიც აქ არის, რომელიც უკრაინაშია და ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდება – ამის არ აღნიშვნას არ ველოდი და მერე არ მოწოდებას, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ საერთო საფრთხის წინაშე. ეს არის ის, რასაც მე ჩვენი პრეზიდენტისგან მოველოდი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება