fbpx

საკუთარ სამშობლოზე იძახდე, მეზობლისააო. ძალიან, მძიმე ვირუსია, ძალიან-ვასილ მაღლაფერიძე

,,ქართული ოცნების,,პარტის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე ეხმაურება ივერი მელაშვილის განცხადებას ,რომ დავით -გარეჯის ტერიტორია არაა საქართველოს ნაწილი- ვასილ მაღლაფერიძე

ანგარიში ძმებშიც მოსულა და ქართველები და აზერბაიჯანელები გავაგრძელებთ გარეჯზე მოლაპარაკებებს, მაგრამ ქართველების ერთი ნაწილი პირდაპირ ეთერში თავგამოდებით რომ ამტკიცებს, გარეჯი ჩვენი არ არის და აზერბაიჯანს ეკუთვნისო, ამ საშინელ ვირუსს რა ეშველება?! საკუთარი ტერიტორიის დაცვის ინსტიქტი მწერს და ნადირ-ფრინველს აქვს და ადამიანს გონება და სული ასე როგორ უნდა აგემღვრეს, რომ საკუთარ სამშობლოზე იძახდე, მეზობლისააო. ძალიან, მძიმე ვირუსია, ძალიან! 🙁P.S. რაც დღეს პირდაპირ ეთერში ილაპარაკეს, ამაზე მეტი ან რა საშინელება უნდა თქვან და ან რა ჩვენება უნდა მისცენ ამ კომისიის წევრებმა?! მაგათ ხელში კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება