საკუთარი წარმოშობის რომ გრცხვენია-თამარ ჩერგოლეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე

ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნანუკა ჟორჟოლიანს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს:

“არტილერიამდე “ელემენტალურია”. საკუთარი წარმოშობის რომ გრცხვენია, მწვანილს უკადრისობ, სხვის ფეხსაცმელში ტენი 48 ზომა ფეხს, ვერ ხვდები, რომ მაგრად გიჭერს და დამცირების მიზნით, ადამიანს ასისტენტს რომ უწოდებ და ზოგადად, არაფერის აზრზე არ ხარ – დაგცინებენ, აბა რა იქნება” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

გაუზიარე!

Shares