fbpx

როგორ გააუპატიურა ბოთლით კოხტა კოდუამ მამაკაცი, სამეგრელოს ტყეში მოწყობილ ბუნაგში(+18)-არ დავივიწყოთ სააკაშვილის რეჟიმი

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების რეჟიმის ამსახველი ფაქტები(+18) როგორ გააუპატიურა ბოთლით კოხტა კოდუამ მამაკაცი, სამეგრელოს ტყეში მოწყობილ ბუნაგში.შემზარავი ისტორიები სამეგრელოს ტყეებში არსებულ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოკადრების პერსონაჟების მონაწილეობით;
ვანო მერაბიშვილის უწყების გამაუპატიურებელი, დაბმული მამაკაცის გაუპატიურებაში გასამრჯელოდ 35 ლარს იღებდა;

2014 წლის 20 თებერვალს, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „მეგის ქარდავას სამხედრო დაჯგუფება და „მიწისქვეშა ქალაქი” პარტიზანული ბრძოლებისთვის,” სადაც საუბარია იმის შესახებ , თუ როგორ ააშენეს მეგის ქარდავას ბრძანებით სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე სოფლებში მიწისქვეშა სახლები და რა აღმოჩნდა ზუსტად იქ ნაპოვნ სამალავებში.
რაში სჭირდებოდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას მიწისქვეშა ქალაქი და ცეცხლსასროლი იარაღის არსენალი?
ერთ–ერთ კონკრეტულ საქმეზე, 2013 წლის 15 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში, გამოძიება დაიწყო და ქ.ზუგდიდიდან დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ ნარაზენის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტოვებულ ჩაის პლანტაციებში 8 ცალი დამარხული კასრი აღმოაჩინა, რომელშიც დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და 18 ცალი ვიდეოფირი იდო.
18 ცალი ვიდეოფირიდან სამართალდამცავების მხრიდან 2 ვიდეო ფირის დათვალიერება მოხდა, სადაც 2 მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი იყო გადაღებული. საქმეში არსებული მასალის მიხედვით, გამოძიებამ იდენტიფიცირება მოახდინა და ორივე გაუპატიურებული მამაკაცის ვინაობა დაადგინა. ერთ–ერთი გაუპატიურებული დ.ძ., რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში ცხოვრობს, ხოლო მეორე – ზ.ა., წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი სოფლის მკვიდრია.
„ნიუსპესსმა” საქმეში არსებული ორივე დაზარალებული პირის ჩვენებები მოიპოვა, რის მიხედვითაც გაირკვა: – ორივე შემთხვევაში გაუპატიურების მიზეზი არის ის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, დაკავებულებისაგან, საქართველოში ტერორისტული აფეთქებების მოწყობაში მონაწილეობის აღიარებას ითხოვდნენ.
მერაბიშვილის პოლიციელების მიერ დაკავებულმა დ.ძ.-მ და ზ.ა.-მ „დანაშაული“ არ აღიარეს, რის გამოც სასტიკად დაისაჯნენ. მოწმეთა დაკითხვის ოქმში ერთერთი დაკავებული – ზ.ა. ყვება, როგორ გააუპატიურა ის მინერალური წყლის  ბოთლით ვინმე „კოხტა”-მ, რომელიც, საქმეში არსებული ჩვენებების მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელი, დეტექტივი კოხტა კოდუა აღმოჩნდა.
ზ.ა., მოწმის დაკითხვის ოქმში დეტალურად იხსენებს, როგორ დააკავეს ქართველმა სამართალდამცავებმა ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორ გადმოიყვანეს სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე და როგორ ითხოვდნენ მისგან აღიარებით ჩვენებას:
„2011 წლის აგვისტოს დასაწყისში, ოჩამჩირეში შემხვდა ჩემი ნაცნობი, ამავე ქალაქში გაცნობილი გ.ტ. მან იქვე ერთ–ერთ სასადილოში დამპატიჟა, სადაც ვისადილეთ, დავლიეთ ლუდი და არაყი. რამდენიმე ხანში გ.ტ.-მ მითხრა, რომ სოფელ ოტობაიას სასაფლაოზე დაკრძალული იყო მისი ბიძა და მთხოვა სასაფლაოზე გაყოლა, რაზეც თანხმობა მივეცი. ამის შემდეგ გ.ტ.–მ, ვიღაც უცნობის მანქანით, (სანომრე ნიშანი არ ვიცი) მიმიყვანა სოფელ ოტობაიაში ერთ–ერთ სახლთან, სადაც მისი თქმით ცხოვრობდა აწ გარდაცვლილი მისი ბიძა. ჩვენ ჩამოვედით ამ სახლთან და ფეხით გავაგრძელეთ გზა სასაფლაოსკენ. სასაფლაოსთან გ.ტ.-მ მიმიყვანა ერთერთ საფლავთან, (ეს დაახლოებით საღამოს 17 საათზე ხდებოდა) სადაც მოულოდნელად თავს 8 ან 10, როგორც მახსოვს პისტოლეტებით შეიარაღებული ნიღბიანი მამაკაცი დამესხა. მათ მომკიდეს ხელი და იძულებითი სირბილით გამაქანეს მდინარე ენგურისკენ, რის შემდეგაც მდინარის ფონით ან პატარა ხიდით, (ზუსტად არ მახსოვს) ფეხით გადმომიყვანეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზუგდიდის რაიონში (ზუსტი ადგილმდებარეობა არ ვიცი)” – აცხადებს ზ.ა. ჩვენებაში.
ჩვენების მიხედვითვე, ზ.ა. უცნობმა მამაკაცებმა, მისთვის გაურკვეველ ნაგებობაში მიიყვანეს, სადაც ორი დღეღამის განმავლობაში ხელ-ფეხ შეკრული, თვალებახვეული, საჭმელისა და სასმელის გარეშე მიატოვეს. ორი დღის შემდეგ მიაკითხეს და მისგან ტერორისტული მიზნით აფეთქების მოწყობის შესახებ აღიარებითი ჩვენება მოითხოვეს. როდესაც ამაზე უარი მიიღეს, გაუპატიურებით დაემუქრნენ.
„ორ დღეში ჩემთან მოვიდნენ ის მამაკაცები, ვინც დამიჭირა. მათ წამომაყენეს ფეხზე და თვალებზე ახვეული ნაჭერი მომხსნეს. მამაკაცები ისევ ნიღბებით იყვნენ, რის გამოც მე მათ სახეს ვერ ვხედავდი. ერთ–ერთმა მამაკაცმა მითხრა, რომ მე ვიყავი სოხუმში მცხოვრები აფხაზის, თ.ა. -სთან დაახლოებული პირი და რომ თ.ა.-ს დავალებით, ტერორისტული მიზნით ვაწყობდი აფეთქებებს თბილისში და რომ საამისოდ, ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ფულს თ.ა. მაძლევდა. აღნიშნული მამაკაცი მაგინებდა, მცემდა და მოითხოვდა ჩემგან თ.ა.-სთან ჩემი კავშირის დადასტურებას. ზემოაღნიშნული მიზნით მეუბნებოდა, მეღიარებინა ის, რომ თ.ა.–ს დავალებით თბილისში უნდა მომეწყო აფეთქება. მე თ.ა.–ს არ ვიცნობ, არ ვიცი ის რას საქმიანობს, შესაბამისად მამაკაცებს უარით ვუპასუხე და ვუთხარი, რომ თ.ა.-სთან არანაირი კავშირი არ მქონდა. ამის შემდეგ მამაკაცები დამემუქრნენ, რომ მცემდნენ, მაწამებდნენ და გამაუპატიურებდნენ. მე თავიდან მათ ისევ უარით ვპასუხობდი. ამის შემდეგ მათ დამიწყეს ცემა, ლანძღვა და გინება. მათ სასტიკად მცემეს ხელებით და ფეხებით, თავში ფიცრის ნაჭერს მირტყამდნენ. საბოლოოდ, წამებას რომ ვერ გავუძელი, მამაკაცებს ვუთხარი, რომ ვიტყოდი ყველაფერს, რის თქმასაც ისინი მთხოვდნენ. ანუ ვიტყოდი და დავიბრალებდი იმას, რომ თითქოს თ.ა.-ს დავალებითა და დაფინანსებით უნდა მომეწყო ტერორისტული აფეთქებები თბილისში, რასაც, რა თქმა უნდა რეალურად ადგილი არ ჰქონია და ჩემი მხრიდან სიცრუე იყო. მამაკაცებს ჩემი ასეთი პასუხი არ აკმაყოფილებდათ, მოითხოვდნენ, რომ რამე კონკრეტული აფეთქების დავალების თაობაზე მომეყოლა მათთვის, რასაც მე ვერ ვასრულებდი, ვინაიდან ასეთი დავალება არავისგან არასოდეს არ მაქვს მიღებული და არ ვიცოდი რა მეთქვა. ამის შემდეგ ერთ–ერთმა მამაკაცმა მოიტანა ვიდეოგადამღები აპარატი, ჩართო და დამაყენა გადამღები კამერის წინ. ამის შემდეგ, მამაკაცები დადგნენ გადამღები კამერის უკან. ამ მამაკაცებიდან ერთ–ერთმა ჩემი სახელი და გვარი მათქმევინა. ასევე, ის რომ თითქოს, სადღაც ჩავაგდე ბომბი აფეთქების მოწყობის მიზნით. მამაკაცებს არ აკმაყოფილებდათ ჩემი ნათქვამი. რის გამოც, ვიდეოგადაღების პირობებში, მათ გამიყვანეს ოთახიდან გარეთ, სადაც ბნელოდა. როგორც აღვიქვი, თუ არ ვცდები, ჩვენ ვიმყოფებოდით ტყეში” – იხსენებს ზ.ა.
ჩვენების მიხედვით ზ.ა ორჯერ გააუპატიურეს. ამის მიზეზი კი, დაკავებულის შეშინება და მისგან აღიარებითი ჩვენების მიღება იყო. მას საქართველოში ტერორისტული აქტის მოწყობაში ადანაშაულებდნენ. თუმცა, დაკავებულმა, პირველი გაუპატიურების შემდეგ, როდესაც იგი „კოხტამ” მინერალური წყლის ბოთლით გააუპატიურა, იმის შიშით, რომ კვლავ არ გაეუპატიურებინათ, სასურველი ჩვენების მიცემას დათანხმდა. ჩვენება „სამართალდამცავებმა” ვიდეო ფირზე აღბეჭდეს, თუმცა ზ.ა. მეორედ მაინც გააუპატიურეს. გაუპატიურება ამჯერად ბოთლის გარეშე და სპეციალურად მიყვანილი გამაუპატიურებელი მამაკაცის მეშვეობით მოხდა, რომელმაც ამ საქმეში 35 ლარი აიღო.
„მამაკაცებმა იქვე არსებულ, ხის მაგიდაზე გადამაწვინეს და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩამხადეს ქვედა საცვალი. ამის შემდეგ ბოთლი შემიყვანეს უკან, საჯდომში და მაწამებდნენ. იმავდროულად პერიოდულად მადებდნენ ე.წ. ელექტროშოკს, რათა დავნებებოდი მათ და წინააღმდეგობა არ გამეწია. გარდა ამისა, რამდენიმე ადამიანს ხელით ვყავდი გაკავებული. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ თავი დამანებეს, ხელფეხი ისევ შემიკრეს და ოთახში დამტოვეს. თუმცა გვერდით ოთახში თვითონ იყვნენ და მდარაჯობდნენ, რომ არ გავქცეულიყავი. თუ რამდენი ხანი ვიყავი ასეთ მდგომარეობაში, ზუსტად არ მახსოვს. ალბათ დაახლოებით ორი დღის შემდეგ, (ზუსტი დროის განსაზღვრა მიჭირს) ჩემთან მოვიდნენ მამაკაცები, მათ ისევ ამიხვიეს თვალები, ამიყვანეს ხელში და ასე ხელფეხშეკრული გამიყვანეს ნაგებობიდან და ჩამსვეს მანქანაში. ამის შემდეგ, მანქანით, დაახლოებით 20 წუთის სავალ გზაზე გადამიყვანეს სხვა ადგილზე, ტყეში არსებულ ჩემთვის უცნობ ნაგებობაში და იატაკზე ხელფეხშეკრული და თვალშეხვეული დამაგდეს, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ, ერთ–ერთმა ნიღბიანმა მამაკაცმა თვალებიდან ნაჭერი მომხსნა. ჩემთან ორი ნიღბიანი მამაკაცი დარჩა, ხოლო დანარჩენები გარეთ გავიდნენ და იქ იმყოფებოდნენ. მე მათი ხმა მესმოდა. პერიოდულად ჩემთან მყოფ პირებს, ჩემს სადარაჯოდ, გარეთ მყოფი პირები ენაცვლებოდნენ, რომ არ გავქცეულიყავი. თუმცა როგორ გავიქცეოდი, როდესაც ხელ-ფეხი თოკით მქონდა შეკრული.
ერთ დღეს ერთ–ერთმა მამაკაცმა, რომელიც მდარაჯობდა, მოიხსნა ნიღაბი, თუმცა ჩემთვის უცნობია მან ნიღაბი რა მიზნით მოიხსნა. ამ მამაკაცმა, წინა დღეების მსგავსად, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მომთხოვა მეღიარებინა აფხაზეთში მცხოვრებ თ.ა.-სთან ჩემი კავშირი, რომ თითქოს თ.ა. მაძლევდა თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში აფეთქების მოწყობის დავალებებს და ასევე, დამესახელებინა ერთ–ერთი ასეთი კონკრეტული დავალება. ვინაიდან მე არ ვიცოდი რა დავალება უნდა დამესახელებინა კონკრეტულად, ამ ნიღაბმოხსნილმა მამაკაცმა ფიცრით მცემა და საბოლოოდ, ეს ფიცარი სხეულზე გადამამტვრია. ამ დროს ჩვენთან ოთახში შემოვიდნენ სხვა მამაკაცები, რა დროსაც მამაკაცმა ჩემს ცემას თავი დაანება.
ამის შემდეგ მამაკაცებმა ჩემი თანდასწრებით ერთმანეთში დაიწყეს ხუმრობა სხვადასხვა თემებზე. ერთ–ერთმა მათგანმა ნიღაბმოხსნილ მამაკაცს მიმართა სახელით – გოჩა შონია, რაზეც ის გაბრაზდა და უთხრა, რატომ მახსენებ სახელით და გვარითო. ამის შემდეგ მე დავიმახსოვრე, რომ ნიღაბმოხსნილი მამაკაცი, რომელმაც ფიცრით მცემა იყო ვინემ გოჩა შონია. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ჩემთან მყოფი მამაკაცებიდან ერთ–ერთმა, რომელიც მდარაჯობდა რომ არ გავქცეულიყავი და თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ მომცემოდა, ერთ დღეს მოიხსნა ნიღაბი, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ, ისევ გაიკეთა. მე დამამახსოვრდა, რომ ამ უკანასკნელს წითური ფერის თმა ჰქონდა. ამის შემდეგ, ალბათ მეორე დღეს, ჩემთან მოვიდნენ გოჩა შონია და ის წითურთმიანი მამაკაცი, რომლებსაც ნიღბები აღარ ეკეთათ. მათ გამაშიშვლეს და ნაგებობის გარეთ გამიყვანეს. გარეთ რომ გამიყვანეს, ღამე და წვიმიანი ამინდი იყო. იქ, კიდევ, თუ არ ვცდები ორი ნიღბიანი მამაკაცი დაგვხვდა, რომელთაგან ერთ–ერთს ფეხი უჩანდა მოტეხილი ან სხვაგვარად დაზიანებული და ყავარჯნებით იდგა. გოჩა შონიამ, წითურმა მამაკაცმა და ერთმა ნიღბიანმა მამაკაცმა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ფიზიკური ძალის გამოყენებით მუცლით გადამაწვინეს იქვე არსებულ ხის მაგიდაზე და რაღაც თოკის მაგვარით დამაბეს მასზე, რომ წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ მქონოდა. ამის შემდეგ, წითურმა მამაკაცმა ჩართო ვიდეო გადამღები და ძალით, ხელით ამაწევინა თავი, რომ ჩემი სახეზე გადაეღო. იმავდროულად, წითურმა მამაკაცმა და გოჩა შონიამ ძალით დამიჭირეს (გამიკავეს) ხელები და ყავარჯნებიან მამაკაცს დაუძახეს.
ამის შემდეგ, მოვიდა ჩემთვის უცნობი, სახეზე ნიღაბაფარებული, ყავარჯნებით მოსიარულე მამაკაცი, რომელმაც ჩემი ყვირილისა და თხოვნის მიუხედავად, თავისის სასქესო ორგანოთი გამაუპატიურა უკანა ტანში (სწორ ნაწლავში.) მე სიმწრისგან ვყვიროდი და ვეუბნებოდი, რომ ვიტყოდი იმას, რაც მათ სურდათ, ოღონდ თავი დაენებებინათ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათ თავი დამანებეს და ვიდეოგადამღები წაიღეს. ამის შემდეგ, წითურმა მამაკაცმა დამაყენა იქვე არსებულ ხესთან და მიმაბა ზედ თოკით, შემდეგ კი ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი (სახეობა არ ვიცი) და თითქოს, ჩემი მოკვლა უნდაო, რამდენჯერმე მოახდინა გასროლა ჩემი მიმართულებით, თუმცა ტყვია არ მომხვედრია. ამ ყველაფრის შემდეგ, მამაკაცებმა შემიყვანეს ნაგებობაში, მომცეს ტანსაცმლის ჩაცმის საშუალება, რის შემდეგაც ისევ თოკით შემიკრეს ხელფეხი და დამაგდეს იატაკზე” – აცხადებს დაზარალებული ჩვენებაში.
წითური მამაკაცი, რომელსაც ზ.ა. ჩვენებაში აღწერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის უფროსი ინპექტორ-გამომძიებელი გურამ ჭითანავაა. იგი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დეტალურად აღწერს თუ რა იყო ზ.ა.-ს დაკავების მიზეზი და ვისი დავალებით იღებდა ის ვიდეოკამერაზე გაუპატიურების ფაქტს:
„2011 წლის აგვისტოს დასაწყისში, ზუსტი თარიღი არ მახსოვს, შუადღის საათებში, ვიმყოფებოდი სამსახურში ქ.ზუგდიდში, რა დროსაც ჩემმა კოლეგამ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დავით ჩაგინავამ დამირეკა და მითხრა, რომ მას დაურეკა ასევე ჩვენმა თანამშრომელმა დეტექტივმა კოხტა კოდუამ, რომელსაც უთქვამს, რომ მე და დათო ჩაგინავა სასწრაფოდ უნდა მივსულიყავით განმუხურში. ამ სოფელში ჩვენ მანამდე გაკეთებული გვქონდა თავდაცვითი ნაგებობების ორი „ბუნკერი.” განმუხურში ჩვენი „ტოიოტა ჰაილუქსის” მარკის სამსახურის ავტომანქანით მივედით, სადაც ჩვენი სამმართველოს უფროსი მეგის ქარდავა, დეტექტივი კოხტა კოდუა, შსს კონსტიტუციის უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელოს უფროსი რუსლან შამახია და ჩემთვის უცნობი 2 პიროვნება დაგვხდა, რომლებსაც ე.წ. „პარტიზანელებს”ვეძახდით. მე მათი სახელები და გვარი არ ვიცი, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში შემიძლია ერთის ამოცნობა, რომელიც იყო მაღალი სრული აღნაგობის, შავგრემანი და ოდნავ კეხიანი ცხვირით. ხოლო მეორე პიროვნების აღწერილობა არ მახსოვს და აქედან გამომდინარე, მას ვერ ამოვიცნობ. აღნიშნულ პიროვნებებს ბუნკერში ჰყავდათ ხელფეხშეკრული და თვალებახვეული დაახლოებით 40 წლამდე ასაკის სუსტი, გამხდარი მამაკაცი, რომელიც როგორც შემდეგ გავიგე იყო ზ.ა. ის ჰყავდათ ერთ–ერთ კუთხეში მიყენებული და ყვირილითა და გინებით უსვამდნენ კითხვებს. აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ეკითხებოდნენ თუ სად ჰქონდა ბომბი, ანუ ასაფეთქებელი მოწყობილობები. ზ.ა. პასუხობდა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები არ ჰქონდა და არც სადმე ინახავდა. ჩვენი მისვლიდან დაახლოებით ერთ საათში, მე და დათოს დაგვიტოვეს ზემოაღნიშნული პიროვნება ზ.ა. და გვითხრეს ყურადღება მიგვექცია რომ არ გაქცეულიყო. ამასთან ერთად დაგვიბარეს, რომ დაგვერეკა ჩვენი თანამშრომლისთვის. დათო ჩაგინავამ დაურეკა მარლეს ხვიტიას (რომელსაც სახელად მაცის ვეძახით) და სხვა თანამშრომლებსაც, დაიბარა ჩვენთან და უთხრა შეეგროვებინა ჩვენი თანამშრომლები: ბაჩანა ბალოიანი, ლაშა გაბელია, გიორგი ბულია და გოჩა შონია. დაახლოებით 1 საათში, ჩვენთან განმუხურში, ზემოაღნიშნული პირები უაზის მარკის ავტომობილით მოვიდნენ. ჩვენ ვიმყოფებოდით ადგილზე და ველოდებოდით ხელმძღვანელობის განკარგულებას. მალევე ჩვენთან მოვიდნენ მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა. მათ ზ.ა.–ს ხელებზე ბენდენის მაგივრად ხელბორკილი დაადეს და კვლავ განაახლეს შეკითხვების დასმა და შეურაცხყოფის მიყენება მისი მისამართით. ისინი იმეორებდნენ კითხვების დასმას სად გაქვს ბომბიო, რაზეც ზ.ა. პასუხობდა, რომ არაფერი არ იცოდა ბომბის შესახებ და არც არაფერი ჰქონდა.
ამის შემდეგ მეგის ქარდავამ ჯიბიდან ელექტრო შოკი ამოიღო, კოხტა კოდუამ კი ზ.ა.–ს მაისური აუწია და მეგის ქარდავამ დაუწყო ელექტროშოკის მიდება დაკავებულს ზურგისა და მუცლის არეში, რაზეც ზ.ა. განწირული ხმით ყვიროდა.
მეგის ქარდავამ და კოხტა კოდუამ გვიბრძანეს, რომ ზ.ა. იატაკზე დაწვენილი, შეკრული ხელებით დაგვეკავებინა, რაც მე და ჩემმა დამხმარე პიროვნებამ სისრულეში მოვიყვანეთ, ხოლო თუ ვინ მეხმარებოდა კონკრეტულად იმ მომენტში, ვერ ვიხსენებ.
ამ დროს კოხტა კოდუამ ზ.ა.–ს ქამარი შეუხსნა, შარვალი და ქვედა საცვალი ჩაუწია და ყვირილით უთხრა, თქვი ყველაფერი, თორემ გაგაუპატიურებთო. ზ.ა. იატაკზე იწვა. კოხტა კოდუამ აიღო მინერალური წყლის პლასტმასის ბოთლი და აღნიშნული ბოთლით გააუპატიურა უკანა ტანში დაკავებული, რაზე ზ.ა.–მ ტკივილისგან ყვირილი დაიწყო. აღნიშნული ფაქტი რამდენიმე წუთს გრძელდებოდა” – ნათქვამია ჭითანავას ჩვენებაში.
ჭითანავა ჩვენების მიხედვითვე, მეორე დღეს, ზ.ა-სთან ისევ მივიდნენ მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა, რომელმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ზ.ა.–ს. ამ უკანასკნელმა კი, იმის შიშით, რომ ისევ ბოთლით გააუპატიურებდნენ, განაცხადა, რომ ყველაფერს იტყოდა, რის აღიარებასაც ქარდავა და კოდუა ითხოვდნენ. მეგის ქარდავამ ჭითანავას უთხრა, რომ ჩაერთო მის მიერ მოტანილი ვიდეოკამერა და ზ.ა.-ს აღიარებითი ჩვენება გადაიღეს.
აღიარებითი ჩვენების მიცემის შემდეგ, ქარდავამ და კოდუამ ზ.ა. „ბუნკერში” დატოვეს და დარაჯად სამართალდამცავებისგან შემდგარი ჯგუფი მიუჩინეს. ჯგუფი ორად გაიყო. პირველი ჯგუფი ზ.ა.-სთან უნდა დარჩენილიყო, ხოლო მეორე ჯგუფი სახლში წავიდა. მათ მეორე დღეს კოლეგები უნდა შეეცვალათ. პირველ ჯგუფში ბაჩანა ბალოიანი, ლაშა გაბელია და გოჩა შონია შედიოდა. მეორეში კი მარლეს ხვიტია, გიორგი ბულია, დავით ჩაგინავა და გურამ ჭითანავა.
–„შებინდებისას კოხტა კოდუამ მეგის ქარდავას დავალებით დაურეკა დავით ჩაგინავას და უთხრა, რომ კარგად დაღამების შემდეგ, ზ.ა. ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში არის გადასაყვანიო, სადაც ტყეში დადგმული გვქონდა პატარა ზომის ხის კოტეჯი. ვინაიდან ზ.ა.-ს გადაყვანა გადაწყდა, დავით ჩაგინავამ სახლში წასულ ჩვენს თანამშრომლებს – გოჩა შონიას, ლაშა გაბელიას, ბაჩანა ბალოიანს, ქალაქში მიაკითხა და დაახლოებით საათნახევარში ამოიყვანა. კარგა ხნის დაღამებული იყო, როდესაც ჩვენ ყველანი ჩავსხედით 2 მანქანაში და წავედით სოფელ ოდიშში, „ტოიოტა ჰაილუქსის” მანქანაში ჩავისვით ზ.ა.–ც. როდესაც კოტეჯში მივედით დავით ჩაგინავამ მეგის ქარდავას დაურეკა და უთხრა, რომ ზ.ა. უკვე ოდიშში გვყავდა აყვანილი. იქ მეგისის უთქვამს დავითისთვის, რომელმაც შემდგომ ყველას გვითხრა მეგისის სიტყვები, რომ სახეებიდან ნიღბები მოგვეხსნა და ზ.ა. რომ ჩვენ სახეებს დაინახავდა, იფიქრებდა, რომ რადგან სახეებს მანახებენ სავარაუდოდ მომკლავენო, რასაც ეფექტი ექნებოდა და ზ.ა. უფრო იოლად გატყდებოდა და მის მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებების გადმოზიდვის და აფეთქების ფაქტებს აღიარებდა. ჩვენ მაშინვე მოვიხსენით ნიღბები. შემდეგ დავით ჩაგინავამ მითხრა, რომ სასწრაფოდ სამსახურში უნდა გავიდეთ, მეგისი გველოდებაო. მე წავიყვანე დავით ჩაგინავა სამეგრელოს სამხარეო მთავარ სამმართველოში, სადაც დავითი ავიდა მეგის ქარდავას ოთახში. დაახლოებით 20-25წუთში ჩამობრუნდა ეზოში და მითხრა, – გავედით ქალაქში კაცი გვყავს სანახავიო.
ზუგდიდის რაიონული სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მე მანქანაში ჩავისვი ირაკლი ახალაია, რომელიც იმ მომენტისთვის მუშაობდა სამეგრელოს პოლიციაში. მან მიმართულება ამიხსნა და მისი მითითებით, ა.წერეთელის ქუჩის გავლით წავედი, სადაც ერთ–ერთ ჩემთვის უცნობი ქუჩის ჩიხში მივედით. ირაკლი და დათო იქ მდებარე სახლში შევიდნენ, საიდანაც მცირე ხანში, ჩემთვის მანამდე უცნობი პიროვნება გამოიყვანეს. ამ პიროვნებას მარჯვენა ფეხი თაბაშირში ჰქონდა ჩასმული და ყავარჯნებით მოძრაობდა. მას ჩემთვის თავისი ვინაობა არ უთქვამს და დღესაც არ ვიცი რა ჰქვია. თუმცა კარგად მახსოვს მისი სახე და აღნაგობა: იგი იყო საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, შავი თმითა და სრული აღნაგობისა და საჭიროების შემთხვევაში მისი ამოცნობა შემიძლია. მე და დათო ჩაგინავამ ირაკლი და ის პიროვნება ავიყვანეთ სოფელ ოდიშში, ჩვენს მიერ დადგმულ კოტეჯში. როდესაც მოვედით, უკვე წვიმა მიდიოდა. დავით ჩაგინავამ მითხრა, რომ დამეჭირა ხელში ვიდეო კამერა და ყველაფერი გადამეღო. ამასობაში გოჩა შონიამ, დავით ჩაგინავამ, გია ბულიამ, ბაჩანა ბალოიანმა, ლაშა გაბელიამ და ირაკლი ახალაიამ ერთობლივად გამოიყვანეს შენობიდან ზ.ა.
მას ძალის გამოყენებით გახადეს მთლიანად ტანსაცმელი და იძულებით დააკრეს გრძელ ხის სკამზე შიშველ მდგომარეობაში. ჩვენს მიერ მოყვანილმა ყავარჯნიანმა პიროვნებამ ჩაიწია შარვალი, მიუახლოვდა ზ.ა.-ს და დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი, რაც დაახლოებით 2-3 წუთს გაგრძელდა. მე ამ პროცედურას ვიდეო კამერაზე ვიღებდი და ჩემს გარდა იმ მომენტში კამერა სხვას არ ჰქონია. ამის შემდეგ, მე ირაკლი ახალაია, დავით ჩაგინავა და ყავარჯნიანი პიროვნება ჩავჯექით ჩემს ავტომანქანაში და წავედით ზუგდიდში. ყავარჯნიანი პიროვნება მივიყვანე თავის სახლში, ირაკლი ახალაია დავტოვე ზუგდიდის სამმართველოსთან, ხოლო მე და დავითი წავედით სამხარეო სამმართველოში. მე თან მქონდა წამოღებული ვიდეო-კამერა და გადაღებული ჩანაწერი. აღნიშნული ჩანაწერები დავით ჩაგინავას გადავეცი და ამ უკანასკნელმა ის მეგის ქარდავას მიუტანა. დაახლოებით ნახევარ საათში დავითი მეგის ქარდავასგან ჩამოვიდა და ჩვენ სახლებში გამთენიას წავედით”–ნათქვამია ყოფილი პოლიციელის ჩვენებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება