fbpx

საკონსტიტუციო ცვლილებები ჩვენ არ გვჭირდება, სჭირდება ოპოზიციას, რომ ეგებ როგორმე პარლამენტში მოხვდნენ-თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონტიტუციო ცვლილებები არა მმართველ გუნდს, არამედ ოპოზიციას სჭირდება, რომ როგორმე პარლამენტში მოხვდნენ.

“ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება. ეს არი ის ცვლილებები, სჭირდება ოპოზიციას და შეთანხმებისამებრ ჩვენ ამ ცვლილებებს გავატარებთ სიცოცხლეში. თუკი ოპოზიცია, ვგულისხმობ ერთ ან მეტ კონკრეტულ ძალას, რომელიც კვლავ ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება არ სრულდებაო, არ მისცემს ამ ცვლილებებს ხმას, ეს იქნება მხოლოდ საბაბი იმისა, რომ ჩაშალონ ეს რეფორმა, რომელიც, რეალურად, მათივე მოთხოვნით და მათივე ინიციატივით ტარდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მათთვისვე არის საჭირო, რომ ეგებ როგორმე მოხვდნენ პარლამენტში”- განაცხადა მინისტრმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა ამ კვირიდან იწყება. ხელისუფლების ოპონენტრბი მმართველ გუნდს 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებისკენ და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

გაუზიარე!

Shares