საინფორმაციო შეხვედრა ყრუ და სმენა დაქვეითებულ ამომრჩევლებთან

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით ყრუ და სმენადაქვეითებულამომრჩევლებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაამჯერად თბილისში გაიმართა და მისი მიზანი 2025 წლის მუნიციპალიტეტისარჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება, საარჩევნო პროცედურებისადა მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალური ინფორმაციისმიწოდება იყო.ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგისანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნესინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ და ზოგადად საარჩევნოსიახლეების შესახებ. ცესკოს წარმომადგენლებმა მათ ინფორმაცია მიაწოდესინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული დადაგეგმილი საქმიანობების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავიპასუხები მიიღეს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესოკითხვებზე.შეხვედრა პირველ ოქტომბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო)შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაოჯგუფის საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს ყრუთა კავშირთანთანამშრომლობით გაიმართა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება