fbpx

საიდან გაჩნდა „მოლოტოვის კოქტეილები“ „მშვიდობიან აქციაზე“?-ირაკლი ღარიბაშვილი

საიდან გაჩნდა „მოლოტოვის კოქტეილები“ „მშვიდობიან აქციაზე“? მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას, – როგორი საზოგადოების, როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდა?, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირის“ ეთერში 8-9 მარტს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

„ ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ნამდვილად ევროპული საზოგადოება ავაშენოთ, გვინდა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, გვინდა ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ, გავაერთიანოთ, ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ. ვინ ბედავს, როგორ ბედავენ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებ ფარად, წინა ხაზზე უშვებენ, ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“. 60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? ყველა ეს ადამიანი იქნება უმკაცრესად დასჯილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება