fbpx

საზოგადოების დიდი ნაწილში მწიფდება აზრი, რომ ამ ხალხ მხოლოდ ერთადერთი მზიანი რევოლუცია აქვს

არა არსებობს პოზიტიური დღის წესრიგი და ნაბიჯი, რომელიც ამ რადიკალურ ჯგუფებს ეღიარებინოთ, არ არსებობ ასეთი. შესაბამისად ფაქტია ის, რომ ეს ხალხი ყველაფერზე, რაც შეიძლება პოზიტიური იყოს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, ცდილობს წარმოაჩინოს სხვა კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „იმედი კვირა“-ს განუცხადა.

„შესაბამისად ლოგიკურია, რომ მათი დღის წესრიგი არის მხოლოდ ის, რომ რადიკალური დღის წესრიგით მართონ პროცესები, თუმცა უკვე აღარც არ იციან რა გააკეთონ. როგორ შეიძლება მათ ჰქონდეთ ნდობა, როდესაც ადამიანი გესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით და რეალურად პოლიტიკური პარტიის გასაკეთებელ საქმეს აკეთებს. აქ უკვე ზღვარი აბსოლუტურად წაშლილია. ვისთვისაც ეს ისედაც ნათელი იყო და ვინ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს მარგინალურად და რადიკალურად მიიჩნევდა, ამ ნაწილის გარდა, საზოგადოების დიდი ნაწილში მწიფდება აზრი, რომ ამ ხალხ მხოლოდ ერთადერთი მზიანი რევოლუცია აქვს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება