fbpx

საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 9 პაციენტია მოთავსებული

საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 9 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტალის ოპერირება უკვე დაგვეწყო. 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ჰოსპიტალი უკვე ჩვეულებრივი დატვირთვით შეუდგება მუშაობას“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის პაციენტები დიღმის საველე ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები.

ცნობისთვის, 20 აგვისტოს ქვეყანაში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 10.22%-ია.

ამასთან, 20 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 907 665 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი. 19 აგვისტოს აიცრა 23 986 პირ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება