fbpx

სავალდებულო აცრა რისკ ჯგუფებისთვის-სალომე ზურაბიშვილი

„მივმართავ ხელისუფლებას სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნეს მიღებული: სავალდებულო აცრა რისკ ჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტების შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიამ მრევლს ვაქცინაციასთან დაკავშირებით მაგალითი უნდა მისცეს.

ასევე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიუღებელია მკაცრი შეზღუდვების კვლავ დაწესება.

„კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი. ვეწინააღმდეგები, მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას. ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება