fbpx

საერთოდ არ ვერევით ომბუდსმენობის კანდიდატების არჩევაში – არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარტიებმა შეარჩიონ კანდიდატები და ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩავერთვებით განხილვაში


ჩვენ რეალურად უპრეცედენტო წესი შევთავაზეთ ოპოზიციას, ასევე არასამთავრობოებს. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს: საერთოდ არ ვერევით ომბუდსმენობის კანდიდატების არჩევაში. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარტიებმა შეარჩიონ კანდიდატები და ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩავერთვებით განხილვაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ეს არის უპრეცედენტო შეთავაზება და ბუნებრივია, აქ კრიტიკისთვის საბაბიც არ არის, თუმცა აქაც მოახერხეს საბაბის მოფიქრება. რა თქმა უნდა კონსულტაციები გაიმართა თვითონ ამ 9-კაციან ჯგუფთან დაკავშირებით – როგორ უნდა შედგეს. თავიდან ბოლომდე გახსნილი ვართ დიალოგისთვის, არანაირი ინტერესი არ გვაქვს, რომ იქ ვინმე ისეთი პირი მოხვდეს, რომელთანაც შედარებით განსხვავებული, უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აბსოლუტურად ღია იქნება ეს პროცესი. თავად შეუძლიათ დაასახელონ კანდიდატები, საერთოდ არ ჩავერევით ამ ჯგუფის ჩამოყალიბებაში. რაც შეეხება დასახელებას, მარტივად ვთავაზობთ მათ, რომ ჩვენ არც ერთ კანდიდატს არ დავასახლებთ – დაასახელონ მათ ის კანდიდატები, რომლებიც მათთვის მისაღებია და ჩვენ მხოლოდ ამის მერე ჩავერთვებით პროცესში“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება