fbpx

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ქეთევან შოშიაშვილის სტატუსზე – თანამშრომლის აზრის გამოხატვას ჩვენ არ ვაკონტროლებთ

თანამშრომლის აზრის გამოხატვას ჩვენ არ ვაკონტროლებთ – ასე პასუხობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ორგამიზაციის თანამშრომლის და “სირცხვილია”-ს აქტივისტის, ქეთევან შოშიაშვილის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ სტატუსზე დასმულ კითხვას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობაში” ამბობენ, რომ თანამშრომლის პირად მოსაზრებებზე ორგანიზაცია არასოდეს არავისთან არ აკეთებს კომენტარს.

“თანამშრომლის პირად მოსაზრებებზე ორგანიზაცია არასოდეს არავისთან არ აკეთებს კომენტარს, თანამარომლის აზრის გამოხატვას ჩვენ არ ვაკონტროლებთ” – განუცხადეს “ქრონიკას” ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსმა მკვლევარმა და „სირცხვილიას“ აქტივისტმა, ქეთი შოშიაშვილმა სოციალურ ქსელში სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთა გააკრიტიკა.
“ნახეთ რით არის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური დაკავებული მაშინ, როცა უკრაინას შეიარაღება არ ჰყოფნის და იმასაც დაუკვირდით, რომ ფსბ-ის აგენტების შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავენ” – წერდა ქეთევან შოშიაშვილი X-ზე. მოგვიანებით შოშიაშვილმა სტატუსი წაშალა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება