fbpx

საელჩოდან გვყავს 75 დამკვირვებელი, ძალადობისა და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ არის და ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას-კელი დეგნანი

არჩევნების ორგანიზების კუთხით ცესკომ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„ახლა ვიმყოფები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა არჩევნების ორგანიზების კუთხით, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც არის პანდემია და ეს გამოწვევებს ქმნის. მათ მიიღეს ყველანაირი ზომა, რათა თითოეულმა მოქალაქემ მოსცეს ხმა უსაფრთხოდ. ყველამ უნდა დააფასოს ის მნიშვნელოვანი სამუშაო, რაც შეასრულა საარჩევნო კომისიამ. ჩვენ დავაკვირდებით საარჩევნო პროცსს, საელჩოდან გვყავს 75 დამკვირვებელი, ძალადობისა და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ არის და ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას. ასეთ შემთხვევებს დავაკვირდებით. გთხოვთ, ყველა წახვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა”, – განაცხადა დეგნანმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს – ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. 

პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.

გაუზიარე!

Shares