fbpx

სად არის თქვენი აღშფოთება? – დავით ქართველიშვილი აშშ-ის საელჩოს მიმართავს ე.წ. „შავ სიაზე

სად არის თქვენი აღშფოთება? – დავით ქართველშვილი აშშ-ის საელჩოს ე.წ. „შავ სიაზე“ ქართულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქე ღიად მოუწოდებს ცნობილი საბჭოთა ჯალათების – ეჟოვისა და იაგოდას, კუ-კლუქს-კლანისა და ლინჩის სასამართლოს დროინდელი წესრიგის დამკვიდრებისაკენ.

რატომ არ აფასებთ თქვენ მის ამ გამაოგნებელ მოწოდებას, როგორც ამ სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის “ძირის გამოთხრას”? – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს რამდენიმე კითხვით მიმართავს. „ქალბატონო ელჩო. ყოველთვის ყურადღებით ვეცნობით გულწრფელ წუხილს ჩვენი სახელმწიფოსთვის “ძირის გამოთხრის”, თქვენთვის მტკივნეული და გასაშუქებელი ფაქტების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი განცხადებები უამრავ უზუსტობას, ბევრ მიკერძოებას და მცირეოდენ შეცდომებს შეიცავენ – მაინც ვეცნობით მათ. შეგახსენებთ, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლების პარამეტრებში საერთაშორისო ინდექსაციის მიხედვით, რაც დემოკრატიის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია – საქართველო მსოფლიოში და ევროპაში მოწინავე პოზიციებზეა, ხოლო რეგიონში – უდაო ლიდერს წარმოადგენს. ასე რომ, თქვენც მომისმინეთ და მომიტევეთ – რამეთუ ვშიშობ, არ მოგეწონებათ.

ჩვენ სისხლით, მსხვერპლით და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის ხარჯზე მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება, რომლის გარანტი – თითქოს და ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ ეს მონაპოვარი – საფრთხეშია. ქართულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქე ღიად მოუწოდებს მისთვის ამ გაუგებარ, მიუღებელ და თავისუფალ ქვეყანაში ცნობილი საბჭოთა ჯალათების – ეჟოვისა და იაგოდას, კუ-კლუქს-კლანისა და ლინჩის სასამართლოს დროინდელი წესრიგის დამკვიდრებისაკენ.

რატომ არ აფასებთ თქვენ მის ამ გამაოგნებელ მოწოდებას, როგორც ამ სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის “ძირის გამოთხრას”? რატომ ეწერებით ჩვენს ქვეყანაში, გასული საუკუნის 30-იანი წლებისთვის დამახასიათებელი რეჟიმის დამკვიდრების ლატენტური თანამონაწილეების რიგებში? სად არის თქვენი აღშფოთება? ბოლო ბოლო – გაგვაგებინეთ, პირადად თქვენ ვის მხარეზე დგახართ და პირდაპირ გაგვაგებინეთ, თქვენი აწ უკვე ტრადიციული “კრავთა დუმილი” რას მივაწეროთ?! პატივისცემით!“ – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ის გვერდზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება