fbpx

სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი და ლიფ­ტე­ბი არის თქვე­ნი სა­კუთ­რე­ბა და თქვენ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოთ მისი მო­წეს­რი­გე­ბა-კახა კალაძე

მე­გობ­რე­ბო, სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი და ლიფ­ტე­ბი არის თქვე­ნი სა­კუთ­რე­ბა. ვინც კონ­კრე­ტულ სა­დარ­ბა­ზო­ში ცხოვ­რობს, ლიფ­ტი არის თქვე­ნი სა­კუთ­რე­ბა და, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოთ მისი მო­წეს­რი­გე­ბა, მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-გა­ნახ­ლე­ბა, – ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მე­რია მზად არის, რომ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ში, მათი თა­ნად­გო­მით, მხარ­და­ჭე­რით და თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით, სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

“პირ­ველ რიგ­ში ვუ­სამ­ძიმ­რებ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს, მათ ახ­ლობ­ლებს. ძა­ლი­ან მძი­მე იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი რაც მოხ­და. მე მინ­და გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ვა­კე­თო ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან იყო მცდე­ლო­ბა, იყ­ვნენ გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობ­დნენ სიც­რუ­ის გავ­რცე­ლე­ბას – სა­უ­ბა­რი იყო მე­რი­ის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა­ზე, სა­უ­ბა­რი იყო ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა­ზე. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა არ იცის რე­ა­ლო­ბა, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ამას მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აკე­თებს, რად­გან ჩვენ კარ­გად ვი­ცით, სამ­წუ­ხა­როდ, რო­დე­საც ტრა­გე­დია ხდე­ბა მა­შინ­ვე ხდე­ბა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და პო­ლი­ტი­კით გა­ჯე­რე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვე­ბის.

რაც შე­ე­ხე­ბა ლიფ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­კი­თხვებს – მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბას შე­ვახ­სე­ნო და მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა წე­სია დად­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და რა არის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს ლიფ­ტე­ბის უსაფრ­თხო ექ­სპლუ­ა­ტა­ცია.

არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი ლიფ­ტე­ბის უსაფრ­თხო ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას­თან შე­სა­ხებ. კერ­ძოდ, “ამ­ხა­ნა­გო­ბა“ ვალ­დე­ბუ­ლია ლიფ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნის გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მისი პე­რი­ო­დუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა და რე­გის­ტრა­ცია ტექ­ნი­კუ­რი და სამ­შე­ნებ­ლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს ობი­ექ­ტე­ბის რე­ესტრში და თუ ექ­სპერ­ტი­ზა გა­მო­ავ­ლენს ხარ­ვეზს, მისი აღ­მო­ფხვრა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს. მე­გობ­რე­ბო სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი და ლიფ­ტე­ბი არის თქვე­ნი სა­კუთ­რე­ბა. ვინც კონ­კრე­ტულ სა­დარ­ბა­ზო­ში ცხოვ­რობს, ლიფ­ტი არის თქვე­ნი სა­კუთ­რე­ბა და, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოთ მისი მო­წეს­რი­გე­ბა, მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-გა­ნახ­ლე­ბა. თუმ­ცა ჩვენ გვეს­მის არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ქვე­ყა­ნა­ში, ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს პრობ­ლე­მე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, არის გა­ჭირ­ვე­ბა, ამი­ტომ ჩვენ გვაქვს ბევ­რი კარ­გი პროგ­რა­მა იმის­თვის, რომ დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას შე­ვუ­წყოთ ხელი. “ბი­ნათ­მე­სა­კუთ­რე­თა ამ­ხა­ნა­გო­ბის“ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ხა­ტავს მხარ­და­ჭე­რას, თა­ნად­გო­მას იმის­თვის, რომ თქვენ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ში, ჩვე­ნი თა­ნად­გო­მით და ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რით, ჩვე­ნი თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი. რა თქმა უნდა, პრი­ო­რი­ტე­ტებს გან­სა­ზღვრავთ თქვენ, კონ­კრე­ტულ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში თუ სა­დარ­ბა­ზო­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მერ­მა ასე­ვე, აღ­ნიშ­ნა, რომ “ამ­ხა­ნა­გო­ბე­ბის“ თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, გა­სულ წლებ­ში, ასე­უ­ლო­ბით ლიფ­ტი გა­ნახ­ლდა და მო­წეს­რიგ­და.

“კი­დევ ერთხელ მინ­და გან­ვმარ­ტო მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა და როლი ამ პრო­ცეს­ში. თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ყო­ველ­წლი­უ­რად 40 მი­ლი­ო­ნამ­დე ხარ­ჯავს “ბი­ნათ­მე­სა­კუთ­რე­თა ამ­ხა­ნა­გო­ბე­ბის“ თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მა­ზე, რომ­ლის ფარ­გლებ­ში გამ­გე­ო­ბე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბებს აფი­ნან­სე­ბენ. რო­დე­საც “ამ­ხა­ნა­გო­ბას“ ესა­ჭი­რო­ე­ბა, მა­გა­ლი­თად, ლიფ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა, გამ­გე­ო­ბა შე­სა­ბა­მი­სი თან­მიმ­დევ­რო­ბით ბი­უ­ჯე­ტით დად­გე­ნი­ლი ზედა ზღვრის ფარ­გლებ­ში ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას უწევს “ამ­ხა­ნა­გო­ბას“, რათა მოხ­დეს ლიფ­ტის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, გა­ნახ­ლე­ბა და მო­წეს­რი­გე­ბა. მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ლიფ­ტის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მისი მე­სა­კუთ­რე, ანუ “ამ­ხა­ნა­გო­ბა“, ანუ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის როლი ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც ჩვე­ნი­ვე პროგ­რა­მით არის დად­გე­ნი­ლი და ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, გა­სულ წლებ­ში ასე­უ­ლო­ბით ლიფ­ტის გა­ნახ­ლე­ბა, მო­წეს­რი­გე­ბა და ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბის­თვის სა­ჭი­როა ჩა­ტარ­დეს ლიფ­ტის ტექ­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ექ­სპერ­ტი­ზა და გა­მოვ­ლინ­დეს აქვს თუ არა ლიფტს რა­ი­მე ხარ­ვე­ზი, და­ა­რე­გის­ტრი­როთ თქვე­ნი ლიფ­ტი ტექ­ნი­კუ­რი და სამ­შე­ნებ­ლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს ობი­ექ­ტე­ბის რე­ესტრში, თუ ლიფტს სჭირ­დე­ბა შე­კე­თე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად, უნდა მი­მარ­თოთ გამ­გე­ო­ბას და შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში შე­სა­ბა­მი­სი თან­მიმ­დევ­რო­ბით გამ­გე­ო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ­ხა­ნა­გო­ბის ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას. ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მა. ჩვენ მზად ვართ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მით ხელი შე­ვუ­წყოთ იმ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრას, რა­საც თქვენ, კონ­კრე­ტულ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი გან­სა­ზღვრავთ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით“, – გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ამას­თან, კახა კა­ლა­ძემ თა­ვის მო­ად­გი­ლეს კახა გუ­ლე­დანს და­ა­ვა­ლა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის შე­სა­ხებ, შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სდეს, რათა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება