fbpx

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ილჰამ ალიევის მრჩეველი: USAID-ი აზერბაიჯანში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს

USAID-ი აზერბაიჯანში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

ასევე მან ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი პოლიტიკურ კორუფციაში, აზერბაიჯანოფობიასა და თურქოფობიაში დაადანაშაულა.

„სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის 30-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში, როდესაც მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი ეთნიკური წმენდის მსხვერპლი იყო, აშშ აგრესორ ქვეყანას, სომხეთს უჭერდა მხარს. დღეს ეს პოლიტიკა გრძელდება. გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის რანგში სამანტა პაუერმა ვერც ერთხელ გაბედა აზერბაიჯანელი ლტოლვილების და დევნილთა მდგომარეობაზე საუბარი და არ მოუთხოვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება, რომ აღარაფერი ვთქვათ სომხეთის ოკუპაციის დაგმობაზე. ნიღბები ჩამოხსნილია. USAID-ი აზერბაიჯანში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს“, – წერს ჰაჯიევი X-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება