fbpx

საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო
პერიოდში, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, მუნიციპალური ავტობუსების
დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.
იმ პირებს, რომელთაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში
აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ შემდეგ საგამოცდო
ცენტრებში: თბილისის N39, N103, N133 და N147 საჯარო სკოლები. ასევე, N175
საჯარო სკოლა, სადაც განთავსდება ორი საგამოცდო ცენტრი; N177 საჯარო სკოლა;
N191 საჯარო სკოლა და N207 საჯარო სკოლა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც შარშან, წელსაც დაწესდება
ავტობუსების დროებითი მარშრუტები, რომლებიც მოქალაქეებს სტანდარტული
ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურებიან.
N175 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ ალექსანდრე
გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე
ტერიტორია);
N39, N177 და N191 საჯარო სკოლების მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს
ასევე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია)
მოემსახურებიან;
N103 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები გადაადგილდებიან
მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან
(კახეთის გზატკეცილი);
N147 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ
„დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ანზორ აბულაშვილის ქუჩა, ყოფილი
ტრანსპორტის ქუჩა);
რაც შეეხება N133 და N207 საჯარო სკოლებს, საგამოცდო ცენტრები მეტროსადგურ
„ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. შესაბამისად, მგზავრები დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, უკვე არსებულ მარშრუტებს
გამოიყენებენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება