fbpx

საბურთალოს რაიონში 126 სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორცილედა


საბურთალოს გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის
პროგრამის ფარგლებში, 9 თვის განმავლობაში 126 სხვადასხვა სახის
ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. აღნიშნული პროექტები გამგეობის
ბიუჯეტიდან 3 320 391 ლარით დაფინანსდა.
ამორტიზებული 61 ლიფტი რეაბილიტირდა, წყალარინების ქსელი 16 მისამართზე
განახლდა, 18 მისამართზე ბრტყელი და ქანობიანი სახურავი შეკეთდა, 4 კორპუსს
ჩაუტარდა სართულებშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები და სადარბაზოების
შიდა სარემონტო სამუშაოები 16 მისამართზე შესრულდა. ასევე, მოწესრიგდა
საერთო სარგებლობის სხვა ინფრასტრუქტურა.
პროექტები გამგეობის მიერ 100%-ით დაფინანსდა, ხოლო ამხანაგობამ სამუშაოების
ღირებულების 5% ან 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსა,
რომელსაც შემდგომ საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება