fbpx

საბურთალოს რაიონში, ჭიათურის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობ

ჭიათურის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ჭიათურის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები
მიმდინარეობს. ასევე, პროექტის ფარგლებში, ნასიძისა და ბზვანელის
ქუჩების ნაწილის რეაბილიტაციაც ხორციელდება.
სამუშაოების შედეგად, სანიაღვრე ქსელი 400 გრძივ მეტრზე მოეწყო და
ჯამში, 3 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი
დაიგება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ
ვასაძე გაეცნო.
„ამ ქუჩებზე რთული მდგომარეობა იყო – არ არსებობდა სანიაღვრე
სისტემა, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნიდა. სწორედ ამიტომ, პირველ
ეტაპზე, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ახლა კი, ასფალტის საფარის დაგება
მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში მოსახლეობა კომფორტულად
გადაადგილებას შეძლებს“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სამუშაოებს კომპანია „L&L“ ასრულებს. პროექტი საბურთალოს
გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 265 000 ლარით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება