საბურთალოს რაიონის გამგეობა ნადარეიშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის
რეაბილიტაციას ახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ
მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 3 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო
ინფრასტრუქტურა.
„აღნიშნული ტერიტორია გამწვანდება, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება
ხე-მცენარეები. ასევე, მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცეები. აღნიშნული
ტერიტორიის მოწესრიგება, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვისაა
მნიშვნელოვანი. ყველა გამგეობა ახორციელებს მსგავსი ტიპის პროექტებს
იმისთვის, რომ უბნებშიც შევიდეთ და მხოლოდ დიდი ტერიტორიებით არ
შემოვიფარგლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.