fbpx

სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება შეზღუდული იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის.

სამების საკათედრო ტაძარში 22:00 საათზე წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, ხოლო 23:00 საათზე მიბრძანდება უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ამის შემდეგ დაიწყება ლიტანიობა და სააღდგომო საღვთო ლიტურგია.

სადღესასწაულო წირვაზე მრევლის მიერ 2 მეტრიანი დისტანციის დაცვას ტაძარში სტიქაროსნები გააკონტროლებენ. მათივე ინფორმაციით, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება შეზღუდული იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესი ტრადიციულად ერს სააღდგომო ეპისტოლეთი მიმართავს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება