საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება წარმატებითმიმდინარეობსსაარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი – საარჩევნო ტექნოლოგიებისსაყოველთაო დემონსტრირება წარმატებით მიმდინარეობს

პროექტი უკვე ორი კვირაა ხორციელდება და აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები მასში აქტიურად არიან ჩართულნი. იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაუკვე გაიარა 58 000-მდე ადამიანმა. საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს ივლისის ყოველ შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით არსებული 89 ლოკაციიდან შეარჩიოს მისთვის სასურველი, მონაწილეობა მიიღო სიმიტირებულ კენჭისყრაში და ნახოს როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატურა. საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზანი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმისმიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რადგანამომრჩეველთა თითქმის 90% 26 ოქტომბერს ხმას სწორედ ამ ელექტრონულიაპარატების გამოყენებით მისცემს.საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ ამომრჩეველთა და ჩართული მხარეებისინფორმირების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია ფართომასშტაბიანინფორმირების კამპანიას ახორციელებს და საარჩევნო ტექნოლოგიებისდემონსტრირება სწორედ ამ კამპანიის ნაწილია.ისევე როგორც ადმინისტრაციის ყველა საქმიანობა, ამომრჩეველთაინფორმირებისა და განათლების მიმართულებით განხორციელებულისაქმიანობის შესახებ ინფორმაციაც არის ღია და საჯარო. მათ შორის საჯაროაინფორმაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირებისშესახებაც და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასში მონაწილეობა. თუმცა,სამწუხაროდ პროექტის მიმდინარეობისას დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა,როცა ჩართული მხარეების წარმომადგენლები მოითხოვდნენ იმიტირებულსაარჩევნო უბნებზე მუდმივად ყოფნას, რასაც მოყვა არასწორი შეფასებებითითქოს მათ ეკრძალებოდათ პროცესზე დაკვირვება.გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო პერიოდი ჯერ არ დაწყებულა დაშესაბამისად ამ დროისთვის არ მოქმედებს კანონის ის მუხლები, რომლებიცჩართულ მხარეებს გარკვეულ უფლება-მოვალეობებს ანიჭებს. ამასთან,პროექტი მხოლოდ საინფორმაციო-სასწავლო ხასიათისაა და შეუძლებელია იყოსდაკვირვების, როგორც პროცესის ობიექტი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომსაარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აქვს შესაძლებლობა თავად მიიღოსმონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და უშუალოდ გაეცნოსტექნოლოგიებს. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ
განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე ხორციელდება და ივლისის ბოლოს დასრულდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება