თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გარდაცვლილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახის საქმის განხილვა გააგრძელა, რომელიც რესტორან „ურმულისა“ და საცხოვრებელი სახლის, მისამართზე: თბილისი, ესმა ონიანის ქუჩა, ნამდვილი მესაკუთრისთვის დაბრუნების საკითხს შეეხება. გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დასახელებული ქონებები გარდაცვლილი არსენ კუტალაძის ძმის – მერაბ კუტალაძისა და ძმისშვილის – გიორგი კუტალაძის სახელზე გადაფორმება თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებად არ იქნა მიჩნეული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმხილველი პალატის განმარტებით, მნიშვნელოვანია სამართლიანობის მიღწევა, ვინაიდან საქმე პირდაპირ შეეხება სამი არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს. სასამართლომ აღნიშნული შეფასება მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულების საკითხის კვლევის დროს გამოთქვა. არსენ კუტალაძის ოჯახის წარმომადგენლის, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სწორედ არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის, მხარეთა ნათესაური ურთიერთობის აღდგენისა და ნდობის დაბრუნების სურვილიდან გამომდინარე, არსებობს სრული მზაობა რესტორან „ურმულის“ ამჟამინდელ მფლობელ, გარდაცვლილი არსენ კუტალაძის ძმასთან – მერაბ კუტალაძესთან მიღწეული იქნეს შეთანხმებას სარესტორნო ბიზნესის წილის არასრულწლოვნებზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის, სადავო საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების დადგენის შემდეგ, ნახევარზე ნაკლები ოდენობით რესტიტუციის აღდგენის ან სხვა ფორმით ნებისმიერი მორიგების წინადადების განსახილველად.
თბილისის სააპელაცო სასამართლომ დავის მორიგებით დასრულების საკითხზე მერაბ კუტალაძის წარმომადგენლის, თამარ გედევანიშვილის პოზიციაც მოისმინა, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა მარწმუნებლის სურვილი გარდაცვლილი ძმის შვილებზე რაიმე ფორმით საკუთრების უფლების გადასვლასთან დაკავშირებით. ასევე, წარმომადგენლის განმარტებით, მერაბ კუტალაძე მორიგების საკითხის მიმართ მზადყოფნას არ გამოთქვამს, არგუმენტად კი დასახელებული იქნა არსენ კუტალაძის სისხლის სამართლის საქმის პროცესში, არსენ კუტალაძის მეუღლის, მარინე წამალაიძის აქტიურობის საკითხი. ამასთან, პოზიციის სახით განიმარტა ისიც, რომ ძმისშვილების სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგ, მერაბ კუტალაძე თავის მორალურ ვალდებულებას შეასრულებდა. არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, თუ მერაბ კუტალაძეს სურდა სამართლიანობის აღდგენის მხარდაჭერა, მორიგების აქტში შესაძლებელი იქნებოდა მომავალი ვალდებულებების საკითხი არასრულწლოვანების სრულწლოვანების შემდგომი პერიოდით დაფიქსირებულიყო, რაზეც საკითხს არავითარი განმარტება აღარ მოჰყოლია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის განმხილველი პალატა გამოვიდა წინადადებით, მომდევნო სხდომაზე რესტორან „ურმულის“ დღევანდელი მფლობელის, მერაბ კუტალაძის დასწრების
დროებით საცხოვრებლად გადასულიყო სადავო სახლში. მერაბ კუტალაძე ოჯახთან ერთად სადავო ფართში მას შემდეგ გადავიდა, რაც მიწისძვრის შედეგად დაზიანდა მისი ძირითადი საცხოვრებელი კორპუსი თემქაზე. არსენ კუტალაძის ოჯახი შემოსავალს იღებდა სარესტორნო ბიზნესიდან მუდმივად, რომელიც შპს „A M D“-ს ეკუთვნოდა. შესაბამისად, სადავო გარიგების წარმოქმნის დროსაც და ახლაც, მერაბ კუტალაძე ფლობდა და ფლობს ინფორმაციას, რომ სადავო ქონებები წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას და გარიგებები მოსაჩვენებლად დაიდო.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლისთვის სადავო რესტორნისა და საცხოვრებელი სახლის გასხვისების თაობაზე ცნობილი არსენ კუტალაძის დაღუპვის შემდეგ, 2019 წლის 9 იანვრის შემდეგ, სამკვიდრო ქონებაზე სანოტარო მოქმედებების შედეგად გახდა. დავაში მონაწილე მოპასუხე მხარე – მერაბ კუტალაძე აცხადებდა, რომ სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმული იყო, სადავო აქტების გასაჩივრება სადავო გარიგებების წარმოქმნის თარიღიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა სასამართლომ აღნიშნული მტკიცება უარყო და ცალსახად დაადასტურა, რომ მარინე წამალაიძემ გასხვისებული ქონებების შესახებ სწორედაც 2019 წლის 9 იანვრის შემდეგ შეიტყო. შესაბამისად, სარჩელი არ მიიჩნია ხანდაზმულად. ასევე, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუკმაყოფილა მოთხოვნა, რომლითაც უფლებამონაცვლეობის დადგენის უარყოფასა და საქმისწარმოების შეწყვეტას ისახავდა მიზნად.
მიუხედავად ასეთი მიდგომებისა, თბილისის საქალაქო სასამართლო ვერ აღმოჩნდა გავლენებისგან თავისუფალი და გარიგებების ბათილად ცნობა მხოლოდ ერთადერთი მოტივაციით არ მოახდინა – დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც სადავო სახლის მშენებლობის პროცესში მონაწილეობდნენ, როგორც მშენებლები, როგორც არქიტექტორები და ამბობდნენ, რომ დამკვეთს მხოლოდ მერაბ კუტალაძე წარმოადგენდა. რაც შეეხება სარესტორნო წილის უსასყიდლოდ გადასვლის გარემოებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ არსენ კუტალაძეს თავისუფალი ნება ჰქონდა გამოვლენილი. მართალია, სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად დაადგინა კონფლიქტი და განქორწინების წინაპირობა, მაგრამ სამართლებრივი შეფასება შეგნებულად არ მიუცია მისი თანმდევი შედეგისთვის.
ცნობისთვის: 2019 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში დაიწყო და დღემდე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კმ.-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსენ კუტალაძე ეწეოდა მრავალმხრივ ბიზნეს-საქმიანობას. კერძოდ, 2013 წლის 29 მაისიდან გახლდათ დაფუძნებული შპს „LTD.NAN“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილი იყო მძიმე ტექნიკის გაქირავებით ცნობილი კომპანია. იმავდროულად, არსენ კუტალაძე წილს ფლობდა 2005 წლის 28 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „კ.მ.კ % კომპანია“-ში, 2006 წლის 2 მაისს დაფუძნებულ შპს „რადამოტორს“-სა და 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „ა. მ. ტრანს“-ში. მას დარჩა სამი შვილი და იმ პირობებშიც, როდესაც არასრულწლოვანებს სჭირდებოდათ სათანადო სოციალური გარემო, დამაჯერებლობას მოკლებულია უსასყიდლოდ სარესტორნო წილის დათმობა და საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თუნდაც ოჯახის ახლო წევრის მიმართ. დღეს არასრულწლოვანები სოციალურ შემწერობას იღებენ და მერაბ კუტალაძესთან ერთად, პაპა-ბებიამაც უარი თქვა სარჩელოს ვალდებულების შესრულებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა განიხილა. გასაჩივრებული 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის დარბაზში გამოუცხადებლობის ფონზე, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების მოხმობით გამოაცხადა. სასამართლოს ასეთი წინსწრები ზომების მიღება თავად მეტყველებს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოსამართლის მიუკერძოებლობის ხარისხზე. საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე გელა ქირიას გადაეცა, რომელმაც აპლენატს საქმის დასრულებამდე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი გადაუვადა. 2024 წლის დასაწყისში, ყველასთვის მოულოდნელად, მოსამართლე გელა ქირია საქმეს ჩამოშორდა, მიზეზად კი საქმეთა განხილვის კატეგორიის შეცვლა დასახელდა. ამჟამად, საქმეს მოსამართლეები: გია ბერაია (თავმჯდომარე), მერაბ ლომიძე და გოჩა ჯეირანაშვილი განიხილავენ.
საქმეზე მომდევნო სხდომა 2024 წლის 26 სექტემბერს გაიმართება.