fbpx

სააკაშვილს გუნდისგან ადეკვატური მხარდაჭერა არ მიუღია-თემურ ალასანია

იხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ, “ტვ პირველის” ეთერში,

კითხვას, მიხეილ სააკაშვილმა მისი პოლიტიკური გუნდისგან, ადეკვატური მხარდაჭერა მიიღო? – ალასანია პასუხობს:

“ეს მიშას უნდა ჰკითხოთ. მე მგონია, რომ – არა, იმიტომ რომ დღემდე ციხეშია… ბევრი მათგანი აკეთებს შესაძლებელს, მაგრამ ეს არის სიტუაცია, რომელიც მოითხოვს შეუძლებელს. ვკითხოთ ჩვენ, ყოველმა მათგანმა ჩვენ თავს, გავაკეთეთ ის შეუძლებელი? თქვენ როგორ გგონიათ, გააკეთა პარტიამ შეუძლებელი? – არ გააკეთა. პარტია აკეთებს შესაძლებელს, კი, ყოველი მათგანი, მე მესმის, რა ნება მაქვს ვინმეს მოვთხოვო, რომ თქვენი საკუთარი გადაყარეთ. პატრიოტიზმი, სწორედ ეგაა, პირადულზე უარის თქმა. შეიძლება ყველას მოთხოვო ერთნაირად? ჩემი გადმოსახედიდან, ბევრი შესაძლებლობაა, ძალიან ბევრი, დაწყებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობიდან, ყველა იმ დემოკრატიული, კონსტიტუციურად გამყარებული მეთოდის გამოყენებით, რომელმაც მსოფლიოში გამოიღო თავისი შედეგი.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება