fbpx

სააკაშვილმა მოაწერა ხელი კანონს, რითაც აღდგა გამსახურდიას დროს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები


წინა ხელისუფლებების შედეგი იყო ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ასევე რუსეთს მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები. კომუნალური მომსახურება ფაქტობრივად მთლიანად რუსულ ხელში იყო 2012 წლამდე. ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ რუსულ ფულს სუნი არ ჰქონდა – ეს იყო მათი პოლიტიკა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მათი ხელისუფლების პირობებში, ოთხმა სახელმწიფომ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. ჩვენს პოლიტიკას რაც შეეხება, არავითარი წინსვლა ტერიტორიული კუთხით არ ყოფილა. იყო ბორდერიზაციის სერიოზული პრობლემა, მაგრამ ესეც მათი მემკვიდრეობაა. და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებიც მათ აღადგინეს. სააკაშვილმა მოაწერა ხელი კანონს, რითაც აღდგა გამსახურდიას დროს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები. ოფიციალურად აღიარა სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს საზღვრები და ბორდერიზაციამ იმ საზღვრებს მიჰყვება. ასევე ჩვენს პირობებში არ მომხდარა სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა რუსეთისთვის – ეს არის ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგები. ასევე მშვიდობის შენარჩუნება – არა ომი. ანუ, 1 მხარეს არის 20%-ის ოკუპაცია, სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა, მეორე მხარეს არის პრინციპული პოლიტიკა, რის ხარჯზეც ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობისა და ტერიტორიების შენარჩუნება“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება