fbpx

სააკაშვილმა და თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელმა კეზერაშვილმა,ჩვენი გმირი ჯარისკაცები მიატოვა ომში

12 წელი აგვისტოს ომიდან

“რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა” – უთხრა ღარიბაშვილმა “ფორმულას” ჟურნალისტს – “სააკაშვილმა და თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელმა კეზერაშვილმა, რომელმაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები მიატოვა ომში. ჟურნალისტებს არ ვუწოდებ [პუტინისტებს], მე ვუწოდე “მთავარ არხს” და “ფორმულას” და ნაცმოძრაობას. თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში”, – უთხრა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს.

„ოკუპაციის შედეგები უმძიმესია. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი გონივრული პოლიტიკით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი მძიმე განსაცდელი, როგორიც არის ომი, ნგრევა და ოკუპაცია, მომავალში არ განმეორდეს. ეს არის ტრაგედია, რომელიც უნდა დასრულდეს.

რუსეთი არის ოკუპანტი, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენ მოსახლეობას თავიდან ავაცილოთ პრობლემები. ჩვენ ვნახეთ ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახები, რომლებიც განდგურებულები არიან. ეს არის ის უმძიმესი მემკვიდრეობის შედეგი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუტოვა ჩვენს მთავრობას.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares