fbpx

სააკაშვილის მხრიდან ლა­მა­ზი არ იყო ჩემი გა­მო­ყე­ნე­ბა-ლადო ხინჩეგაშვილი

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლადო ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი 2016 წელს სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა “ფე­ის­ბუ­ქის” ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სპორ­ტსმენ­თან ერ­თად  გადაღბული ვიდეო გამოაქვეყნა, რო­მე­ლიც ოდე­სა­ში, რთვე­ლის დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ოს ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ით­ქვა, რომ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი უკ­რა­ი­ნა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან სტუმ­რად ჩა­ვი­და. რო­გორც გა­ირ­კვა რე­ა­ლუ­რად, ლადო ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა Ambebi.ge-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა.

– რო­გორ მოხ­ვდი უკ­რა­ი­ნა­ში?

– რო­გორც იცით, ბოლო პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბო­დი ოლიმ­პი­ა­დის­თვის, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე და­სას­ვე­ნებ­ლად სხვა ქვე­ყა­ნა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. წა­ვე­დი უკ­რა­ი­ნა­ში, სა­დაც ჩემი მე­გობ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ. სწო­რედ მათ­თან ჩა­ვე­დი სტუმ­რად კი­ევ­ში. იქ გა­ვი­გე, რომ ოდე­სა­ში ერთ-ერთი გრან­დი­ო­ზუ­ლი კლუ­ბის გახ­სნა იყო, სა­დაც მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­ვე­დი.-0:02

– ოდე­სა­ში შეხ­ვდით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს?

– ოდე­სა­ში სა­ვახ­შმოდ ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ვი­ყა­ვით. იქ მო­ვი­და ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. ის ჩემი მე­გობ­რე­ბის ნაც­ნო­ბია. რო­დე­საც და­მი­ნა­ხა წარ­მა­ტე­ბა მო­მი­ლო­ცა და შე­მოგ­ვი­ერ­თდა. მისი მოს­ვლა რეს­ტო­რან­ში ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ვი­ცო­დი, რომ იმ დროს ის სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და ოდე­სა­ში.

 

– რთველ­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

– სა­ნამ კი­ევ­ში დავ­ბრუნ­დე­ბო­დი, ყვე­ლა­ნი ერ­თად აღ­მოვ­ჩნდით რთველ­ში. ვე­ნა­ხე­ბის მფლო­ბე­ლი ფრან­გი მეღ­ვი­ნეა. იქ ქარ­თუ­ლი ჯი­შის ღვი­ნოს აწარ­მო­ე­ბენ. ჩემ­თვის ეს სა­სი­ა­მოვ­ნო იყო და სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე ყუ­რძნის და­წურ­ვა­ში. ჩემი სტუმ­რო­ბა თა­ვა­დაც ძა­ლი­ან გა­ე­ხარ­დათ. იქ იყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ის ერთ-ერთ არხს აძ­ლევ­და ინ­ტერ­ვი­უს, და­მი­ძა­ხა და მი­თხრა, რომ მის გვერ­დით დავ­მდგა­რი­ყა­ვი, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე ერ­თად ვი­სა­უბ­რო­თო. მან იქვე აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­დეო. ვი­დე­ოს სრუ­ლი ვერ­სია არ გა­მოქ­ვეყ­ნდა, უბ­რა­ლოდ ის ნა­წი­ლი და­ი­დო, რაც და­ი­დო. სამ­წუ­ხა­როდ, ხალ­ხმა ეს ყვე­ლა­ფე­რი ნე­გა­ტი­უ­რად მი­ი­ღო. მივ­მარ­თავ იმ ხალ­ხს, ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მაკ­რი­ტი­კა, ნუ გა­ა­კე­თე­ბენ დას­კვნებს, სა­ნამ რე­ა­ლუ­რად არ გა­ი­გე­ბენ რა მოხ­და. მე ვხვდე­ბი, თუ რა­ტომ მაკ­რი­ტი­კებს ხალ­ხი, მაგ­რამ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად უნდა გა­აკ­რი­ტი­კო… თა­ვის სა­მარ­თლე­ბე­ლი არა­ფე­რი მაქვს, უბ­რა­ლოდ მათი მხრი­დან ლა­მა­ზი არ იყო, ჩემი გა­მო­ყე­ნე­ბა.

– რო­დემ­დე აპი­რებ­დით კი­ევ­ში დარ­ჩე­ნას და რა­ტომ დაბ­რუნ­დით ასე ადრე?

– 6 ოქ­ტომ­ბრამ­დე ვრჩე­ბო­დი კი­ევ­ში, მაგ­რამ ეს ამ­ბე­ბი რომ ატყდა, გა­დავ­წყვი­ტე სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი იმ ხალ­ხთან, ვინც იცის მე რაზე ვარ ხე­ლის მომ­წე­რი. ვინც გვერ­დით მიდ­გას, მათ­თან დავ­ბრუნ­დი. მე არად­როს ჩავ­რე­ულ­ვარ პო­ლი­ტი­კა­ში, არც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მხარ­დამ­ჭე­რი ვარ და არც სხვა პარ­ტი­ის. მე ჩემი ქვეყ­ნის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი წყარო ,,ამბები გე,,,

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება