fbpx

სააკაშვილის მომხრეები ანგარიშწორებითა და ძაღლებივით ჩახოცვით იმუქრებიან-გიგლა აგულაშვილი

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი გიგლა აგულაშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავას-

ღია წერილი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
მას შემდეგ, რაც შენ დაბრუნდი ბევრმა ჩინიანმა თუ უჩინო ნაციონალმა ნიღაბი ჩამოიხსნა და გულის წადილი გაამხილა.
პინოჩეტსა და ფრანკოს მისტირიან, პოლიტიკურ ოპონენტებს სახლებში მივარდნით, ანგარიშწორებითა და ძაღლებივით ჩახოცვით ემუქრებიან, შვილებს აბულინგებენ.

განა მიკვირს ეს სიტყვები შენი მომხრეებისგან?!
ან განა ფარისევლობა მიკვირს?!

განა დავიჯერე საყოველთაო შერიგებაზე ბჟუტური, როცა ჩასაფრებული ხართ ორლესული მახვილით როდის მოუწყობთ პოლიტიკურ ოპონენტებს და სასარგებლო პარტნიორებს ბართლომეს ღამეს?!

ფრანკოს და პინოჩეტის მოტრფიალე შენი მხარდამჭერები შენს ნახევარზომებზე წუხან, ბოლომდე რომ არ მიიყვანე საქმე მაშინ.

კარგად მესმის, რაოდენ მძაფრი იქნება თქვენი გაშმაგება შანსი თუ მოგეცათ, გამოასწოროთ ძველი შეცდომები. არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. ტყეს ჩეხენ, ნაფოტები ცვივა. ეს ლოზუნგები დაიწერეთ დროშაზე, თქვე პირსისხლიანო ბოლშევიკებო. ნიღაბი ჩამოიხსენით ბოლომდე და რადგან, “ხალხი დიქტატურის სრულუფლებიანი თანამონაწილეა და არა მისი მსხვერპლი”, იცოდეთ, რომ თვითოეული თქვენგანი იქნება თანამზრახველი და აქტიური შემსრულებელი, ჩვენ კი ჩვენი გულგრილობითა და მიმნებებლობით უმოქმედო თანამონაწილე.

მადლობა უნდა გადაგიხადო, მიხეილ, ამ ლუსტრაციისათვის.
P.s. ხაზგასმულად ღირსეული მოპყრობა, სამართლიანი სასამართლო, ღია და გამჭვირვალე პროცესი, შენს ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული ზრუნვა ის აუცილებელი მინიმუმია, რამაც შინ და გარეთ ყველას უნდა დაანახოს აქვს თუ არა ამ ხელისუფლებას მორალური უპირატესობა თქვენნაირ რევანშისტებზე”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება