fbpx

სააკაშვილის დიდ მხარდამჭერს და მეგობარს, დმიტრი გორდონს, უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს

მაია ელოშვილი სოციალურ ქსელში წერს-

უკრაინელ ჟურნალისტს, სააკაშვილის დიდ მხარდამჭერს და მეგობარს, დმიტრი გორდონს, მიუხედავად ნებართვისა, უკრაინა-პოლონეთის საზღვრის, «Рава-Русская»-ს გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

მედიის ინფორმაციით, ის ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში.

ივლისის ბოლოს, რუსეთის სასამართლომ, რუსეთის ბირთვული იარაღით განადგურების მოწოდების გამო, გორდონი დაუსწრებლად გაასამართლა ტერორიზმის ბრალდებით და მიუსაჯა პატიმრობა. (!)

ე.ი. რუსეთში გასამართლებულ ჟურნალისტს, უკრაინამ არ მისცა ქვეყნის დატოვების უფლება, სახელმწიფო ღალატში სავარაუდო ბრალდების გამო.

პოლიტტექნოლოგია: ვინც ყველაზე მეტს აგინებს რუსეთს, სხვებს პრორუსის და აგენტის იარლიკებს აკრავს, თავად არის რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი. მათ აყოლილი “პატრიოტები” კი, ე.წ. სასარგებლო იდიოტები არიან.

“სააკაშვილი მწერს ძალზე გულის ამაჩუყებელ წერილებს ციხიდან, რომელთა წაკითხვა ცრემლის გარეშე შეუძლებელია. მე მის მიმართ დიდი სიყვარულით ვარ განწყობილი. მე მას უდიდეს რეფორმატორად, საქართველოს გამოჩენილ პრეზიდენტად მივიჩნევ. ძალზე სამწუხაროა, რომ უკრაინაში, რუსეთში, სხვა ქვეყნებში ასეთი რეფორმატორები არ არსებობენ“ – ამბობდა გორდონი.

არ არის გამორიცხული, სააკაშვილ-გორდონის ურთიერთობა ციხიდან ციხეში ცრემლიანი მიმოწერით გაგრძელდეს.

ნაცებო, მალე უკრაინაშიც გასამართლდებით და დიდი ინტერესით ველოდები, თქვენი გონებაარეული სექტანტები რას იტყვიან…

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება