fbpx

სააკაშვილის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და ადეიშვილის ბედ-იღბალი დღემდე გაურკვეველია-უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც ზურაბ  ადეიშვილი გენერალური პროკურორის მრჩევლად მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ თეიმურაზ შარაშენიძემ ჟურბალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თეიმურაზ შარაშენიძე აცხადებს, რომ ზურაბ ადეიშვილი დანიშნული იყო წინა გენერალური პროკურორის მიერ საკადრო-საატესტაციო კომისიის ხელმძღვანელად, თუმცა ამ კომისიამ იარსება სამი კვირა, შემდეგ კი  გაუქმდა.

„დროებითი კომისია შეიქმნა გასული წლის ნოემბერში და დეკემბერში გაუქმდა, მეტი კავშირი მას გენერალურ პროკურატურასთან არ ჰქონია. ახლა იქ დაიწყო ცვლილებები და რაიმე ახალი მისთვის არ შეუთავაზებიათ. შესთავაზებენ თუ არა რამეს, არავინ იცის“, – განაცხადა თეიმურაზ შარაშენიძემ.

როგორც თეიმურაზ შარაშენიძე აცხადებს, დღემდე ადეიშვილის ბედ-იღბალი გარკვეული არ არის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება