fbpx

საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით – გახანგრძლივდება თუ არა აკრძალვა, დღეს გაირკვევა…

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით, ანუ 22 აპრილამდე, ოთხშაბათამდე და შესაბამისად, დღეს მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ნებადართული არ არის.

გახანგრძლივდება თუ არა ეს აკრძალვა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს, რის შემდეგაც მიღებულ გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება