fbpx

რუს პრანკერებთან საუბარში იტალიის პრემიერმა განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომისგან დაიღალნენ

რუს პრანკერებთან საუბარში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომისგან დაიღალნენ.

როგორც გამოცემა Politico წერს, მელონი ფიქრობდა, რომ „აფრიკის კავშირის“ წარმომადგენლებს ესაუბრებოდა.

„მე ვხედავ ძალიან დიდ დაღლილობას ყველა მხრიდან. ახლა ისეთი მომენტი დადგა, როდესაც ყველა ხვდება, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს“, – განაცხადა მელონიმ.

მოგვიანებით მელონის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მომხდარის გამო სინანული გამოხატა. მათი ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი 18 სექტემბერს შედგა, როდესაც მელონი გაეროს გენასამბლეის ფარგლებში აფრიკელ ლიდერებთან შეხვედრებისთვის ემზადებოდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება