fbpx

რუს აგ­რე­სო­რებ­თან ბრძო­ლას შე­ე­წი­რა ბი­ძა­ჩე­მი, დე­და­ჩე­მის ძმა, რომ­ლის საფ­ლა­ვიც დღემ­დე არ გვაქვს-გივი ჩხარტიშვილი

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან”, გივი ჩხარ­ტიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბას გან­მარ­ტავს და “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე წერს:

“ნაც­მოძ­რა­ო­ბა” და მისი ტელ­ვი­ზი­ე­ბი დროს არ კარ­გა­ვენ შექ­მნან ფეიკ ამ­ბე­ბი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­თვის. ახლა საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე ჩემი გან­ცხა­დე­ბა ამო­უ­ღი­ათ მი­ზან­ში. ცდი­ლო­ბენ, სხვა ში­ნა­არ­სი შეს­ძი­ნონ – მტერ­თან თავ­მდაბ­ლო­ბის­კენ მოგ­ვი­წო­დებ­სო.

არა და არა ბა­ტო­ნე­ბო, რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, დიახ, რუ­სე­თი კლავს და სწო­რედ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მებ­რძო­ლი ჩვე­ნი ხალ­ხის სიბ­რძნეა ისიც, რაც ვა­ჟამ ერთ ფრა­ზა­ში ჩა­ა­ტია – “დღეს, სტუ­მა­რია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემარ­თოს სის­ხლი­სა”. მარ­თებს რუ­სეთს ჩემი სის­ხლი! დიახ, რუს აგ­რე­სო­რებ­თან ბრძო­ლას, სა­ქა­რათ­ვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას შე­ე­წი­რა ბი­ძა­ჩე­მი, დე­და­ჩე­მის ძმა, რომ­ლის საფ­ლა­ვიც დღემ­დე არ გვაქვს. თი­თო­ე­უ­ლი გმი­რის სის­ხლი მარ­თებს, ვინც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძო­და!.ჩვი­ლე­ბის, ბავ­შვე­ბის, ქა­ლე­ბის, მო­ხუ­ცე­ბის სი­ცო­ცხლე მარ­თებს, ვინც 1991 წლი­დან რუ­სულ ჭურ­ვებს, ნაღ­მებს, ტყვი­ებს შე­ე­წი­რა. მაგ­რამ, არა­სო­დეს დამ­დგა­რა ეჭვქვეშ ის, რაც ვთქვი – სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვა­ლი მტრით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თვე­ლი ერის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა! მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა ეროვ­ნე­ბის იყო სტუ­მა­რი.სწო­რედ ეს ვთქვი რად­გან ვერ და­ვემ­სგავ­სე­ბით იმ ქვე­ყა­ნას, იმ ერს, რო­მელ­მაც 2006 წელს მის მი­წა­ზე სტუ­მა­რი ქარ­თვე­ლე­ბი სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვე­ბით გა­მო­ა­ძე­ვა. ეს დევ­ნა ბევ­რს და­უჯ­და სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად. თუ ჩვენ ასე მო­ვიქ­ცე­ვით, ოკუ­პან­ტის მი­ზა­ნიც მიღ­წე­უ­ლია – დაგ­ვიმგვა­ნოს.და რად­გან ქარ­თვე­ლო­ბა და ღირ­სე­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი, ვწუხ­ვარ ჩემი ოპო­ნენ­ტე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც ასე, მცი­რე-მცი­რე პრო­ვო­კა­ცი­ე­ბით და ტყუ­ი­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ დიდი ზვა­ვის აგო­რე­ბას. და ისე და­აბრმა­ვა პო­ლიტ­კურ­მა სიბ­რა­ზემ და უმ­წე­ო­ბამ, მი­დი­ან ყვე­ლა­ფერ­ზე, თუნ­დაც ამ ზვავ­მა მთე­ლი ქვე­ყა­ნა და­ი­ტა­ნოს”.

შე­გახ­სე­ნებთ, დე­პუ­ტატ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სულ რუს ტუ­რის­ტებ­ზე სა­უბ­რი­სას მო­ქა­ლა­ქე­ებს სიმ­შვი­დის­კენ და თავ­მდაბ­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­და. ჩხარ­ტიშ­ვილ­მა მოძ­რა­ო­ბა “სირ­ცხვი­ლია“ და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ამ სა­კი­თხზე “პრო­ვო­კა­ცი­ულ პერ­ფორ­მან­სებ­ში” და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

“სო­ცი­ა­ლურ ქსელს ყვე­ლა თვალს ვა­დევ­ნებთ და ვხე­დავთ, თუ რამ­დე­ნად პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი პერ­ფორ­მან­სე­ბი ეწყო­ბა “სირ­ცხვი­ლი­ას” მხრი­დან. ეს ყვე­ლა­ფე­რი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა, რომ თქვე­ნი მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მე­ბი, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ვარ­და და ახლა ახა­ლი სქე­მა გაქვთ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გინ­დათ გა­მო­იწ­ვი­ოთ აურ­ზა­უ­რი და რა­ღაც სა­ხით შექ­მნათ ისე­თი ფონი, თით­ქოს, აი, შე­მო­ვიდ­ნენ რუ­სე­ბი, რჩე­ბი­ან, აქ ცხოვ­რო­ბენ, ჩვენ სად წა­ვი­დეთ და სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით მიგ­ყავთ, თქვენ თვი­თო­ნაც არ იცით, რა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით მი­დი­ხართ და რას ემ­სა­ხუ­რე­ბით ზო­გა­დად.

ამი­ტომ, მო­გი­წო­დებთ ყვე­ლას სიმ­შვი­დის­კენ და ჩვე­ნი სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბა, ჩვე­ნი თავ­მდაბ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად, ერის წი­ნა­შე მაქვს სა­უ­ბა­რი, გა­მო­ვი­ჩი­ნოთ და მივ­ყვეთ ჩვე­ნი ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დებ სიმ­შვი­დის­კენ და არ აჰ­ყვნენ პრო­ვო­კა­ცი­ებს”, – თქვა ჩხარ­ტიშ­ვილ­მ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება