fbpx

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან 3 წლამდე ბავშვი გადმოვარდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. შემთხვევა მე-19 მიკრორაიონში მოხდა.

როგორც ადგილობრივებმა “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მცირეწლოვანი მე-7 სართულის აივნიდან გადმოვარდა.

დაშავებული ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურები

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება