fbpx

რუსთაველზე დაიდგას გრანდიოზული ეკრანი,აქციის მონაწილეებს ჰქონდეთ განცდა, რომ უკრაინული ფრონტის ხაზი აქ გადის-თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციას რჩევებს აძლევს როგორ ჩაატარონ აქციები-აქციას ისევ კრიტიკა მოყვა, და ისევ მინდა რომ ჩვენი შეხედულება დავწერო.

მე მოცემულობად ვიღებ იმას, რომ პოლიტიკურ კლასს დიდი რეპუტაციული ზიანი აქვს მიღებული და ხალხი არ ენდობა. არ შევდივარ იმის განხილვაში ვინაა დამნაშავე – ხალხი თუ პოლიტიკოსები – ეს არის მოცემულობა. ვინც არ უნდა ვამუნათო და ვინც არ უნდა ვაკრიტიკო, ამ მოცემულობას ვერ შევცლი – ვიშვიშით ხალხს პოლიტიკური კლასის პატივისცემას ვერ დავაძალებთ, არარეალისტურია. მაგრამ რეალობაა ის, რომ ამ მოცემულობაში უნდა შევძლოთ ივანიშვილის გემის ნახუი გაშვება. იმისთვის რომ ეს შევძლოთ, ჩვენ (პოლიტიკურ კლასს, აქტივისტებს, მედიას, ხალხს) სასიცოცხლოდ გვჭირდება წინდახედულება და ნებისყოფა. ჩვენ მხოლოდ მაშინ მივაღწევთ წარმატებას, თუ გვეყოფა ნებისყოფა და გვექნება მზაობა რომ 100 დღე ქუჩაში ვიდგეთ. შეიძლება არ დაგვჭირდეს.

შეიძლება ამ 100 დღეში ვითარება ესკალირდეს… მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მზად ყოფნა უნდა გვქონდეს დიდი ხნისთვის. ნებისმიერი ნჯღრევა ამ პროცესის – აბა ახლა ვიმოქმედოთ, აბა ახლა იქ შევარდეთ, არის მარცხისთვის განწირული. შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ ამის დაგეგმვა არის მარცხისთვის განწირული – გვენდეთ! იმისთვის, რომ საზოგადოებამ ქუჩაში დიდხანს გაძლოს, გვჭირდება რომ აქცია იყოს მიმზიდველი და ხალხი რომ იშლება, სახლში კმაყოფილი ბრუნდებოდეს, იმისთვის, რომ მეორე დღეს ისევ მოვიდეს, მეორე დღესაც კმაყოფილი უნდა წავიდეს, რომ მესამე დღეს მოვიდეს… ევროპულ საქართველოს რომ აქციის სცენარზე კონტროლი ჰქონდეს, მოხდებოდა შემდეგი:

  • 1. რუსთაველზე დაიდგმებოდა გრანდიოზული ეკრანი და ძალიან კარგი გახმოვანება.
  • 2. ყოველ საღამოს შეკრებილ ხალხს, ამ ეკრანზე დახვდებოდა ის შინაარსი, რაც გაგვახსენებდა ჩვენს ისტორიულ მისიას – იმას, რაც ყველას გვაერთიანებს.
  • 3. ეკრანზე გავიდოდა ამბები უკრაინის ფრონტიდან – როგორ იბრძვის ხალხი შიშველი ხელებით, მაშინ როცა აქ ვდგავართ.
  • 4. ეკრანზე გავიდოდა მნიშვნელოვანი გამოსვლები უკრაინის თემაზე.
  • 5. აქციის ყველა მონაწილეს ექნებოდა ის განცდა რომ ისტორიულ ბრძოლაშია, ისტორიული მიზნის მისაღწევად. ჩვენ ვართ ისტორიულ ბრძოლაში უკრაინელ ხალხთან ერთად. ჩვენმა აქციამ ეს სულისკვეთება უნდა ატაროს.

აქციაზე მოსულმა ხალხმა ეს ყველაფერი ეკრანზე უნდა ნახოს. ამაზე. უნდა იმუყშაოს აქციის საორგანიზაციო – პროდუსერების ჯგუფმა, ამ შინაარრსზე. ეს აქცია ჩვენ შეგვიძლია ისტორიულ მოვლენად ვაქციოთ. ოღონდ ყველა შემთხვევაში ამას სჭირდება ლიდერების და მონაწილეთა ნებისყოფა! გაცნობიერება, რომ ეს ხალხი დიდი მიზნისთვის გამოდის ქუჩაში. ვიდგეთ მტკიცედ, მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები და კამპანიაში პარტიები თავის მხარდამჭერებთან გაერკვევიან რამენაირად.

ჩვენ გვინდა აქციის მონაწილეებს ჰქონდეთ განცდა, რომ უკრაინული ფრონტის ხაზი აქ გადის. ამიტომ მინდა უზარმაზარი ეკრანი და უკრაინული ფრონტის ხაზი რუსთაველზე. ვფიქრობ ეს ყველაზე დიდ კონსოლიდაციას გამოიწვევდა ქართველი ხალხის და დიდხანს გააძლებინებდა ქუჩაში.ჰო და ცხადია, მოთხოვნად ღარიბაშვილს არც გავაჭაჭანებდით – ამაზე ფოკუსირება ივანიშვილის დამარცხების ამოცანას ავადებს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება